სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვამაყობ, რომ ამ პატარა სკოლის დირექტორი ვარ“ - მეკეიძეების საჯარო სკოლის ხელმძღვანელი თემურ მიქელაძე
06-05-2022
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლამ ქვეყანას არაერთი ღირსეული და განათლებული თაობა აღუზარდა.

თითოეული მოსწავლის წარმატება კი თავად სკოლის დირექტორისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დამსახურებაა.

სკოლისა და მოსწავლეების შესახებ დირექტორი თემურ მიქელაძე ემოციურ წერილს ავრცელებს, სადაც იგი საკუთარ დამოკიდებულებაზე საუბრობს. 

„ეს პატარა სკოლაა, სადაც მრავალი წარმატებული მოსწავლე სწავლობს; სკოლა, რომელმაც გამოზარდა მრავალი წარმატებული ადამიანი, სკოლა სადაც ყველა თანაბარია.. აქ ყველაზე მეტად არის მასწავლებლისა და მოსწავლის მიმართ პატივისცემა. ჩვენ ყოველთვის ვართ ხალისიანად, გვიყვარს ჩვენი საქმე, სკოლა და სწავლა. ამაყი ვარ, რომ ამ პატარა სკოლის დირექტორი ვარ.

დღევანდელი სკოლის დირექტორის და პედაგოგის მოსწავლისადმი მიდგომა.. არ ვსაუბრობ თავზე ხელის გადასმაზე, მაგრამ როდესაც მოსწავლემ იცის, რომ გიყვარს, მისგანაც შესაბამის რეაქციას და პასუხს მიიღებ - იქნება ეს დამოკიდებულება, სასკოლო ქცევა თუ სასწავლო მზაობა. ბავშვის მიმართ, თუ კეთილგანწყობილი და მართალი ხარ, ამას ყველაზე კარგად ხედავს; გამორიცხულია, არ დაგემორჩილოს. მთავარია, მოსწავლემ არ დაინახოს, თუნდაც დაფარული აგრესია, რაც ძალიან კარგად ჩანს და ბავშვი მით უმეტეს, კარგად გრძნობს. უნდა გადასცე დადებითი ენერგეტიკა – თბილი განწყობით და ღიმილიანი სახით. თუ მასწავლებელს ეს შეუძლია, მაშინ მოსწავლისგან იმავეს მიიღებს, აგრესია კი აგრესიას შობს. დღევანდელ თაობასთან სიმკაცრით შედეგზე ვერ გახვალ, გამორიცხულია. მხოლოდ ტაქტით და სიყვარულით უნდა მიუდგე“, - ნათქვამია დირექტორის, თემურ მიქელაძის წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება