სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქობულეთის N2 სკოლის მოსწავლეების - მარიამ ჭყონიასა და ნინო ანანიძის პროზაული ნაწარმოებები ლიტერატურულ ჟურნალში დაიბეჭდება
06-05-2022
-
+


ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ ჭყონია და ნინო ანანიძე ლიტერატურულ კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

ამასთან მათი პროზაული ნაწარმოებები ლიტერატურულ ჟურნალში დაიბეჭდება. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მუზეუმში ზურაბ გორგილაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება 5 მაისს გაიმართა. 

აღნიშნული კონკურსი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა, რომელსაც ინფორმაციულ მხარდაჭერას რესურსცენტრი უწევდა.

კონკურსში ქობულეთის N2 საჯარო სკოლის 4 მოსწავლე მონაწილეობდა.

ჟიურის წევრებმა შემდეგი შემადგენლობით - პოეტი ბელა ქებურიამ, ა.წერეთლის სახელობის ქობულეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა, ფილოლოგმა ნარგიზ რომანაძემ და ი. ჭავჭავაძის სახელობის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა, ფილოლოგმა ნანი ცივაძემ, ერთხმად მიანიჭეს ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ჭყონიას ჟიურის რჩეულის დიპლომი და გადასცეს სასაჩუქრე ვაუჩერი, ხოლო ამავე კლასის მოსწავლე ნინო ანანიძეს დიპლომი აქტიური მონაწილეობისთვის გადაეცა. ორივე მოსწავლის პროზაული ნაწარმოებები ჟურნალ „ზღვაურში“ გამოქვეყნდება.

სკოლაში თითოეულ მონაწილეს წინსვლასა და მომავალ წარმატებას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება