სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ალერტკარის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს ღონისძიება და პრეზენტაცია მიეძღვნა
05-05-2022
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ალერტკარის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში და გლობალური მნიშვნელობის საკითხებსაც უთმობენ ყურადღებას.

ალერტკარის საჯარო სკოლის II კლასში, დედამიწის დღეს მიეძღვნა ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა, უსაყვარლეს დამრიგებელთან - ნანა ესებუასთან ერთად შექმნეს სხვადასხვა სახის სიმბოლური აპლიკაციები; ისაუბრეს დედამიწის დღის მნიშვნელობაზე, გარემოსდაცვით პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. იმავდროულად, V-VI კლასებში, საგნის მასწავლებლის - ნინო ჭანიას დახმარებით, მოეწყო ინგლისურენოვანი პრეზენტაციები.

1970 წელს, დედამიწის დღის დაფუძნებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება, რადგან კლიმატის ცვლილებები ყოველდღიურად უფრო და უფრო აშკარა ხდება. ცნობიერების ზრდასთან ერთად იზრდება სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაციაც, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში კლიმატის ცვლილებას ერთიანად აპროტესტებს. 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.

დედამიწის დღე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი საერო სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა კუთხეში ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს. ეს დღე ატარებს იდეას, რომელიც ემსახურება გლობალური, ეროვნული თუ ადგილობრივი პოლიტიკის ცვლილებას პლანეტის სასიკეთოდ. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება