სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის გუნდი საერთაშორისო კონკურსის ფინალშია
05-05-2022
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის, ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა, როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, სკოლის ხელმძღვანელობის მხარდამხარ, მუდმივად ზრუნავს, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში და იმავდროულად, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანმანათლებლო პროექტებშიც.

ამჯერად, ანდრია რაზმაძის სახელობის, ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში და ნახევარფინალშიც გადავიდნენ. 

„ექსპერტთა დამოუკიდებელმა კომისიამ ნახევარფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები გამოავლინა, კონკურსის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და სასიხარულოა, რომ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალურ ეტაპზე გადავიდა ჩვენი სკოლის გუნდი Atemporal, ლიზი უკლებას, მარიამ ჯუღელისა და ნინო კუტივაძის (მე-9 „დ“ კლასი, დამრიგებელი ფიქრია მაჩიტიძე) შემადგენლობით.
 
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2022 წლის 3 თებერვალს გამოცხადდა. კონკურსი მერვე წელია ხორციელდება ათასწლეულის ფონდის მიერ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი საუკეთესო გუნდი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც წარმოადგენენ პროექტებს ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო სფეროში. პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ STEM პროგრამებში და/ან დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.

ვულოცავთ კონკურსის ნახევარფინალურ ეტაპზე გადასულ მონაწილე ჩვენს გუნდს და ვუსურვებთ წარმატებას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება