სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დაე, იცნობდეთ ერთ კარგ ბიჭს“ - ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლის საამაყო საქციელი
05-05-2022
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის, ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი ღირსეულ მოქალაქეებად ყალიბდებიან.

ანდრია რაზმაძის სახელობის, ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში მხოლოდ საგნებს კი არ ასწავლიან, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებს ზრდიან და ამის მაგალითი მე-8 კლასის მოსწავლე, დავით ბაღდოშვილი გახლავთ, რომელმაც სკოლის დერეფანში გარკვეული თანხა იპოვნა და მაშინვე ადმინისტრაციაში მიიტანა - დარწმუნებული ვარ, პატრონი მალე გამოჩნდებაო.

„მოსწავლეთა წარმატებებსა და გამარჯვებაზე წერა, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ განსაკუთრებული გრძნობას ბადებს დღევანდელ ამღვრეულ დროში ადამიანის ზნეობრივი სახის დანახვა. დავით ბაღდოშვილი მე-8 კლასის (დამრიგებელი ანა წურწუმია) მოსწავლეა; მან დერეფანში თანხა იპოვნა და მოიტანა, იქნებ, პატრონი გამოუჩნდესო. სურათის გადაღება რომ შევთავაზეთ, იუარა - რას ამბობთ, აქ სასურათე რა არისო, მაგრამ... რატომაც არა, დაე, იცნობდეთ ერთ კარგ ბიჭს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება