| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს მუდმივად აცნობენ მიმდინარე საგანმანათლებლო სიახლეების შესახებ ინფორმაციას. რომელი პროფესიებია მიმზიდველი, რა შესაძლებლობები აქვთ სამშობლოში, რა სიახლეებს სთავაზობენ უმაღლესი საგანმანათლებლო თუ პროფესიული სასწავლებლები სტუდენტებს - აღნიშნული ინფორმაცია მოსწავლეებს ეხმარება სწორად დაგეგმონ თავიანთი მომავალი და ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც პროფესიის არჩევას უკავშირდება მომზადებულები შეხვდნენ.
„განმუხურის საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლეებთან მოკლედ მიმოვიხილეთ ის სასწავლო შესაძლებლობები, რომლებსაც დღეს საქართველოში არსებული სასწავლო დაწესებულებები გვთავაზობენ.
მოზარდობა, ეს ის პერიოდია, როდესაც ბევრს სწავლობ, შეიმეცნებ, იკვლევ და იღებ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია და მთელი სიცოცხლის მანძილზე მიგვყვება მათი კვალი.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა პროფესიის არჩევა და მასთან დაკავშირებული ყველა ნაბიჯის გავლა. კარიერის დაგეგმვა, სწორედ რომ, ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და ეს არის კარიერის განვითარების პირველი ნაბიჯები. სკოლის შემდგომი განათლების მიღებაც ყველაზე აქტუალური თემაა მოზარდებისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად