სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“ ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელს - მირანდა გაბუნიას გვაცნობს
05-05-2022
-
+


ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“ გუნდის წევრს, ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელს მირანდა გაბუნიას გვაცნობს. 

ის სკოლის გუნდს 2021 წლის სექტემბერში შეუერთდა და მას შემდეგ არაერთ მნიშვნელოვანი შიდა ორგანიზაციული ცვლილება განახორციელა. 

მისი ხელმძღვანელობით სკოლაში „360 გრადუსიანი შეფასების სისტემის" მოდელზე დაფუძნებული თანამშრომელთა შეფასების სქემა ინერგება. 

„აღნიშნული შეფასების სისტემის მოდელი მოგვცემს საშუალებას სკოლის აკადემიური და ადმინისტრაციული საქმიანობა კიდევ უფრო მაღალკვალიფიციურ ჭრილში განვავითაროთ. პროცესის გამორჩეულობას განაპირობებს ის, რომ პროცესში მთლიანად სასკოლო საზოგადოება იქნება ჩართული. მათ ექნებათ საშუალება თავად შეაფასონ არამხოლოდ სწავლის მეთოდოლოგიები თუ სასწავლო სტანდარტი, არამედ მასწავლებელთა და მოსწავლეთა კომუნიკაციის ფორმები და სხვა. ამავდროულად, შეფასების სისტემა იქნება ანონიმური, რაც ობიექტური შედეგების ერთ-ერთი მთავარი გარანტორია. 
გარდა ამ პროცესისა, სკოლაში ჩვენი არაჩვეულებრივი გუნდის - გამორჩეული მასწავლებლების, მენეჯმეტისა და ადმინისტრაციის საამაყოდ კოლეგიალური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის წყალობით, პარალალურად მუდმივად ხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი ფორმალური თუ არაფორმალური პროექტი და აქტივობა. სკოლა პროგრესს ჯერ კიდევ 2019 წლიდან აქვს ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის Cognia.org-ის აკრედიტაცია, რაც თავის მხრივ სწავლის პროცესებში დასავლური სტანდარტების მუდმივ ინტეგრირებასა და საერთაშორისო ტენდენციებზე უწყვეტ ორიენტირებას უზრუნველყოფს - ეს ყველაფერი ერთობლივად კი საბოლოოდ განაპირობებს სკოლის აკადემიური და ადმინისტრაციული პროცესების ხარისხის მაჩვენებლის მუდმივ ზრდას, განვითარებასა და პროგრესულობას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება