სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვაბღის საჯარო სკოლის VIII - XII კლასის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში მონაწილეობდნენ
05-05-2022
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლის VIII - XII კლასის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში მონაწილეობდნენ.

პროექტი Go Digital Go Unlimited, პლატფორმა eTwinning-ის ფარგლებში, განხორციელდა. მასში მოსწავლეები, ინგლისური ენის კონსულტანტ-მასწავლებლის თაია მამარდაშვილის ხელმძღვანელობით, თურქეთის, პორტუგალიის, საფრანგეთისა და  ბულგარეთის პარტნიორ სკოლებთან ერთად მონაწილეობდნენ.

პროექტის მიზანი ინგლისურ ენაში მოსწავლეთა საკომუნიკაციო უნარების გაუმჯობესება და ციფრული ცნობიერების ამაღლება იყო.

მის ფარგლებში ონლაინ-შეხვედრები ხშირად იმართებოდა.

მოსწავლეებს სხვადასხვა პროდუქტი შექმნეს, მათ შორის, ვიდეო - კიბერუსაფრთხოების რისკების და გამოწვევების შესახებ.  ფინალური, ერთობლივი პროდუქტი იყო მოკლემატრაჟიანი ფილმი - Can you hear us ? (გესმის ჩემი ხმა ?). მასში ასახულია საერთაშორისო პროექტის მონაწილე პარტნიორების მეგობრობა და თანამშრომლობა.

„პანდემიის პერიოდმა ახალი გამოწვევები მოუტანა ჩვენს ქვეყანას დისტანციური სწავლების სახით თუმცა, არსებული გამოწვევების მიუხედავად ციფრულ განათლებაზე გადასვლამ, საშუალება მოგვცა აღმოგვეჩინა ახალი შესაძლებლობები. მოსწავლეებმა დაიწყეს ონლაინ პლატფორმების და ინსტრუმენტების აქტიურად გამოყენება სწავლის პროცესში. ასე რომ, მათი ინტერესი ციფრული განათლების მიმართ გაიზარდა და ისინი სიამოვნებით დათანხმდნენ  პროექტში Go Digital Go Unlimited ჩართვას.
პროექტის ფარგლებში ვითანამშრომლეთ სკოლის ისტ-ის პედაგოგთან პაატა ვაშაყმაძესთან, რომელმაც მოსწავლეებისთვის ჩაატარა სამუშაო შეხვედრები ციფრულ კოდირებასთან დაკავშირებით. აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა შექმნეს ვიდეო ანიმაციები და სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებისთვის დამხმარე ვიდეო გზამკვლევები.   
აღსანიშნავია, რომ პროექტის მიმდინარეობისას, სისტემატურად ვატარებდით ონლაინ შეხვედრებს და ვებინარებს მოსწავლეთა ციფრული ცნობიერების ამაღლების მიზნით. შეიქმნა ბევრი მრავალფეროვანი პროდუქტი , თამაში და პოსტერი. მოსწავლეთა თანამშრომლობა ხელს უწყობდა   არამარტო  მათი ციფრული ცნობიერების ამაღლების , არამედ მათი საკომუნიკაციო  და ინტერკულტურული უნარების განვითარებასაც.
Can you hear us ? (გესმის ჩემი ხმა ?) ასახავს საერთაშორისო პროექტის მონაწილე პარტნიორების მეგობრობას და თანამშრომლობას,  თუმცა საუბედუროდ მათ შორის არსებულ იდილიას არღვევს პარტნიორ ქვეყანაში წამოწყებული ომი და ერთ-ერთი პერსონაჟის დაღუპვა ამ ომში. მოსწავლეებმა  ფილმი მიუძღვნეს ომის ყველა მსხვერპლს.
შედეგები გვიჩვენებს, რომ პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა შეძლეს გამოევლინათ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება. შეძლეს ეთანამშრომლათ თანატოლებთან და დაეძლიათ ენობრივი ბარიერები“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლებში თამბაქოს მოხმარების ამკრძალავი ნიშნები უნდა განათავსოთ - რეკომენდაციები დირექტორებისთვის 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - NAEC გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს უნარებსა და ხელოვნებაში

ვინ რამდენ წელს ისწავლის უმაღლესში - უნივერსიტეტებს უფლებამოსილება განესაზღვრა

პიროვნება

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
სასკოლო გაზეთზე მუშაობა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, განივითარონ კვლევითი, ანალიტიკური და ჟურნალისტური უნარები
სკოლის ადმინისტრაცია მართა ფხაკაძეს მიღწეულ გამარჯვებას ულოცავს და უსურვებს კიდევ მრავალ წარმატებას
 
საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება