სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გომბორის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა შემაჯამებელი ღონისძიებით დაასრულეს
05-05-2022
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც სასკოლო პროექტის - „სუფთა გარემო ჩემი უფლებაა, დაცვა-ჩემი მოვალეობა“ ნაწილია, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა შემაჯამებელი ღონისძიებით დაასრულეს.  

ღონისძიებაზე მე-2, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა პედაგოგების - მარეხი დიდებაშვილის, თამარ კიკილაშვილის და თამარ ჩოლაგაურის ხელმძღვანელობით, საკუთარი ნამუშევრები: ნახატები, პოსტერები, ბუკლეტები გამოფინეს.  

მეორე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მონტაჟი - „დედამიწა შველას ითხოვს“. მოსწავლეები ასევე მშობლებთან ერთად სკოლის ეზოს დასუფთავებაში მონაწილეობდნენ. 

პროექტის -„გადავარჩინოთ ერთი ხე“ ფარგლებში გომბორის საჯარო სკოლაში ძველი ქაღალდის შეგროვება ისევ გრძელდება, რაც სასკოლო საზოგადოებას ბიბლიოთეკისთვის ახალი წიგნების შეძენის საშუალებას მისცემს.

აღსანიშნავია, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე ერთიანდება. ამ დღესთან დაკავშირებით 193 ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება