სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იცით თუ არა, რომელი საკვები რომელ ვიტამინს შეიცავს?“ - უსახელოს საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა პლაკატი შექმნეს​
05-05-2022
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლის მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი პედაგოგები ყოველთვის ზრუნავენ, რათა მოსწავლეებს სრულყოფილი განათლება მისცენ.

ამჯერად, სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა პროექტის - „მოლაპარაკე კედელი“ფარგლებში სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე, პედაგოგ მანანა პაპიძესთან ერთად კიდევ ერთი პლაკატი დაამზადეს.

მოსწავლეებმა: მარი ცერცვაძემ, თამუნა პაპიძემ და მაგდა კვიჟინაძემ, პლაკატის დამზადების პროცესში პრეზენტაცია მოაწყვეს, რომელიც საგაკვეთილო თემის - „ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას და აბრაჰამ მასლოუს ადამიანის მოთხოვნილებათა“ პირამიდის განხილვას ეხებოდა.

თამუნა პაპიძემ ისაუბრა ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვან მოთხოვნილებაზე, რომელიც მასლოუმ თავის პირამიდაზე ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების სახელით წარმოადგინა.

მარიამ ცერცვაძემ კი განმარტა, რომ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პროცესში (როგორიცაა კვება) აუცილებელია გავითვალისწინოთ საკვების შემადგენლობა.

პლაკატის დამზადების პროცესში კლასის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. საგაკვეთილო თემიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა აქცენტი ჯანსაღ კვებაზე გააკეთეს; ასევე, ისაუბრეს ზრდის პროცესში ორგანიზმისთვის აუცილებელ საშენ მასალაზე, რომელსაც ვიტამინების სახით სხვადასხვა პროდუქტი შეიცავს.

პლაკატზე მოსწავლეებმა განათავსეს ინფორმაცია, თუ რომელი პროდუქტი რომელი ვიტამინით არის მდიდარი და რა პრობლემას იწვევს მისი ნაკლებობა ორგანიზმში.

ნიჭიერი მოსწავლეების პედაგოგმა, მანანა პაპიძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული თემის პოპულარიზაცია, მნიშვნელოვანია ვინაიდან მოსწავლეებისათვის და არა მარტო მათთვის, მსგავსი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იყო; სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელომ კი მოსწავლეებს საშუალება მისცა მსგავს თემებზე ცოდნა გაეღრმავებინათ. აღნიშნული პლაკატის დამზადებაც, ცნობიერების ამაღლებას და მოსწავლეებისათვის, სასარგებლო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ისახავდა მიზნად.

მასწავლებელმა, მანანა პაპიძემ ასევე აღნიშნა რომ, მეშვიდე კლასის მოსწავლეები სიბეჯითით, ნიჭიერებით გამოირჩევიან და კიდევ უამრავ მნიშვნელოვან აქტივობის შემოთავაზებას აპირებენ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება