სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლებში ახალი ტიპის საგნობრივი რესურსების მიწოდება მისასალმებელია“ - რომანი საგინაძე, მანიაკეთის საჯარო სკოლის დირექტორი
05-05-2022
-
+


2021-2022 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. პედაგოგებისთვის და განსაკუთრებით კი დირექტორებისთვის მიმდინარე წელი სიახლეებითა და ცვლილებებით იყო დატვირთული. საინტერესოა რას ფიქრობენ საქართველოს წარმატებული სკოლების დირექტორები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიც არის ჰიბრიდული სწავლება, სადიაგნოსტიკო ტესტირება და ა.შ.

ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე აზრის გასაგებად etaloni.ge ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანიაკეთის საჯარო სკოლის დირექტორს, რომანი საგინაძეს დაუკავშირდა.

- სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება როგორ შეაფასებდით, განვლილ პერიოდს?

- პანდემიის მიუხედავად შეძლება ითქვას, რომ საშუალოდ. მეორეს მხრივ შეიძლებ ითქვას ასევე, რომ მოსწავლეებს ხელი შეუწყო არაფორმალურ განათლებასაც და ტექნოლოგიების გამოყენებასაც; ვფიქრობ, ყველა სკოლა მომზადებული დახვდა და მათ შორის ჩვენი სკოლაც კარგად გაუმკლავდა.

- როგორ ფიქრობთ უნდა დარჩეს თუ არა სწავლის ჰიბრიდული მოდელი?

- ვფიქრობ უნდა დარჩეს, რადგან ეს მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსია და საჭიროებისამებრ გამოვიყენებთ სკოლები, რაც ასევე ხელს შეუწყობს ეროვნული სასწავლო მიზნების მიღწევას.

- როგორ აფასებთ, სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარებას და ხედავთ თუ არა მის საჭიროებას?

- სადიაგნოსტიკო შეფასება მით უმეტეს, ამ პერიოდში, რადგან წლის ბოლოა კარგია და სკოლა უკეთ დაინახავს შემდგომ საჭიროებას მუშაობის გაუმჯობესების, წარმატებების მიღწევის, მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიმართულებით და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ვფიქრობ, სასწავლო წლის საქმიანობას უკეთ შევაჯამებთ.

- თქვენი პირადი შეხედულებით რას შეცვლიდით სკოლასა თუ სასწავლო პროცესში? 

- ყოველი სიახლის შემოტანა რაღაცის კარგის ნიშანია და მათი განხორციელება შედეგის მომტანი; ვიტყოდი რომ პანდემიამდე პერიოდში თითქმის ყოველ კვირაში, მინიმუმ ორჯერ, რაღაცა სახის ღონისძიებებს ვატარებდით; ასე უნდა გაგრძელდეს და საინტერესო წამახალისებელი შემეცნებითი თუ სპორტული ხასიათის ღონისძიებები ხშირად ჩატარდეს. ეს მოსწავლეთა დამოკიდებულებას და თანამშრომლობით გარემოს გაზრდის.

- ბოლო პერიოდში განათლების სისტემაში დანერგილ რომელ სიახლეს იწონებთ ყველაზე მეტად და რატომ?

- სკოლის „ახალ მოდელში“ ჩართვას, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა - განხორციელებას; ასევე მისასალმებელია სამინისტროს მიერ ახალი ტიპის საგნობრივი რესურსების მიწოდება სკოლებში და სხვა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე 14% არ მივიდა, ხოლო აბიტურიენტების გამოცდაზე 16%

ყალბი დიპლომის დამზადებისთვის რექტორს და დეკანს 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

„ააფეთქეთ“ სოცქსელები izrune.ge-ერთად - ვიდეოკონკურსში 3 გამარჯვებული გამოვლინდება

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია

პიროვნება

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

„ექსკურსია იყო საინტერესო, შემეცნებითი და შთაბეჭდილებებით სავსე დღე“

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება