სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„აღდგომა ევროპის გარშემო“ - ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები პოლონელ თანატოლებთან ერთად საინტერესო პროექტზე მუშაობენ
04-05-2022
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლა ევროპულ სკოლათა გაერთიანება eTwining-ის პლატფორმაზე აქტიურად არის ჩართული.

პროექტების შესაბამისად სკოლაში სხვადასხვა ღონისძიებებსა და აქტივობებს ხშირად ახორციელებენ.

„ჩვენი სკოლის ეკოსკოლის „ვარდისუბნის“ მოსწავლეები პოლონეთის სკოლასთან პროექტს - „აღდგომა ევროპის გარშემო“ ახორციელებენ, რომლის ავტორი Ewelina Kusiak გახლავთ.

პროექტი „აღდგომა ევროპის გარშემო“ მიუთითებს აღდგომის ტრადიციაზე ევროპის ქვეყნებში. პროექტი მიზნად ისახავს კულტურული ორიენტაციისა და ენის განვითარებას. პროექტში მოსწავლეებს შეუძლიათ ისწავლონ აღდგომის ტრადიცია, ითამაშონ ონლაინ თამაშები და გაუგზავნონ სააღდგომო ბარათები ევროპელ მოსწავლეებს.

ეკოსკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს აღდგომის თემაზე პრეზენტაცია და სასკოლო სივრცეში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს წარუდგინეს. ასევე, ორენოვანი გაზეთი მოამზადეს და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მოისმინეს საქართველოში აღდგომის რიტუალის შესახებ ინფორმაცია; ჩვენი ტრადიცია, კვერცხის შეღებვის და პასკის მომზადების შესახებ. ეკოსკოლის მოსწავლეები პროექტის ფარგლებში ჩაერთვნენ სააღდგომო თამაშში, უპასუხეს სააღდგომო თემაზე შემოთავაზებულ კითხვებს და დაჯილდოვდნენ შესაბამისი სერტიფიკატებით.

პროექტი გრძელდება ჩართული სკოლები წარმოადგენენ ამ სახის აქტივობებს, შეიქმნება ელექტრონული წიგნი, დავწერთ საერთო ისტორიას, რომელსაც დასრულებისას შემოგთავაზებთ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება