სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განთიადის საჯარო სკოლის პედაგოგმა, თინათინ ბურკიაშვილმა მასწავლებლის საერთაშორისო გამოცდა წარმატებით ჩააბარა
04-05-2022
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეებისსხვადასხვა პროექტებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მოსწავლეები 2019 წლის იანვრიდან 2022 მარტის ჩათვლით ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ პროექტში: „საგანმანათლებლო ჰაბები - განვითარებული უნარები ძლიერი საზოგადოებისთვის“ მონაწილეობდნენ.

პროექტის ფარგლებში მეცადინეობები დასაწყისში პირისპირ რეჟიმში მიმდინარეობდა, ხოლო შემდეგ „ზუმის“ ონლაინ პლატფორმის საშუალებით, სადაც განთიადის V-XI კლასის მოსწავლეებთან ერთად სოფელ არწივანის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ ჩართულები.   

პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს: ზოგადი ინგლისურის, კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობითი, საკომუნიკაციო და რაც ყველაზე მთავარი - დიალოგის, მოლაპარაკებების, დებატების უნარები.

გაეცნენ მდგრადი განვითარების ამოცანებსა და მიზნებს. აქედან გამომდინარე გამოკვეთეს თემში არსებული პრობლემები.

„ინგლისურ ენაზე გენდერულ უთანასწორობასთან, ჯანმრთელობა და კეთილდღეობასთან და ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით და თემში ცნობიერების ამაღლების მიზნით დავგეგმეთ და წარმატებით განვახორციელეთ  არაერთი სასწავლო და სათემო პროექტი. ბრიტანეთის საბჭომ პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლე დააჯილდოვა სერტიფიკატებით, ხოლო პროექტებში აქტიურად ჩართული მოსწავლეები სხვადასხვა ფასიანი საჩუქრით.  

პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებისთვის ამ პროექტში ჩართული ჩვენი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ქალბატონი თინათინ ბურთიკაშვილი დაესწრო სხვადასხვა ტრენინგ-მოდულს და წარმატებით ჩააბარა კემბრიჯის უნივერსიტეტის მასწავლებლის საერთაშორისო სერტიფიკატის გამოცდა, რომლის წინა საგამოცდო ტრენინგიც დაფინანსებული იყო ბრიტანეთის საბჭოს და საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის მიერ.

სკოლის სახელით ვულოცავთ და ულევ წარმატებას ვუსურვებთ ბავშვებს და მასწავლებელს, თინათინ ბურთიკაშვილს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება