სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ - მშობლიური ენის ღირსეული მცველები ისრითის საჯარო სკოლიდან
05-05-2022
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის, ისრითის საჯარო სკოლის დირექცია, პროფსიონალი პედაგოგიური საზოგადოების მხარდამხარ, ყველაფერს აკეთებს, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც საგაკვეთლო პროცესში, ასევე სასკოლო ცხოვრებაში და იმავდროულად, არც ისეთი თარიღები დაივიწყონ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

ისრითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, უსაყვარლეს პედაგოგებთან ერთად, დედაენის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნეს, სახელწოდებით - „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“.

ბავშვებმა წაიკითხეს თემატური ლექსები, დამსწრე საზოგადოებას საინტერესო ინფორმაციები გაუზიარეს და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი დედანის ღისეულ მცველებს.

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება