სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნიგოზეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ „მგელი და კრავის“ პერსონაჟები ხელნაკეთი ფიგურებით „გააცოცხლა“
04-05-2022
-
+


ვახტანგ ჯაოშვილის სახელობის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ნიგოზეთის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა და სასკოლო ცხოვრებაში. ფაქტია - ნიგოზეთის საჯარო სკოლას არაერთი საამაყო მოქალაქე გამოუზრდია, თვითნაბადი ნიჭი კი არასოდეს რჩება დირექციისა თუ პედაგოგების ყურადღების მიღმა.

ამჯერად, მათე სამხარაძეს გაგაცნობთ, ნიგოზეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეს, რომელიც მრავალმხრივ განვითარებულია. მათემ ქართული ენასა და ლიტერატურაში ხელოვნების ინტეგრირება მოახდინა, უსაყვარლეს მასწავლებელს - ლატავრა მჭედლიძეს „მგელი და კრავის“ ზეპირ ვარიანტთან ერთად, მხატვრული კომპოზიცია შესთავაზა:

„ნიგოზეთის ვახტანგ ჯაოშვილის სახელობის სკოლაში, მეოთხე კლასში ნიჭიერი მოსწავლე მათე სამხარაძე სწავლობს, მათე უამრავი და საოცარი თვისებებით გამოირჩევა, ხატავს, მღერის, ცეკვავს, აკეთებს ხის ფიგურებს და ხშირად გვაოცებს თავისი უნარ-თვისებებით, რომელიც ხელოვნებაშიც გამოავლინა. ქართულის გაკვეთილზე პედაგოგს - ლატავრა მჭედლიძეს „მგელი და კრავის“ არა მხოლოდ ზეპირი ვარიანტი, არამედ მხატვრული კომპოზიცია შესთავაზა, კრავი ხის მასალისაგან გამოთალა და თეთრად შეღება, მგელი კი გამოძერწა, მისი ფანტაზია ასაკობრივ საზღვრებს გასცდა და, ქაღალდის ყუთის, ქვიშის და წებოს გამოყენებით, ზემოთჩამოთვლილი, საკუთარი ხელით დამზადებული ფიგურებით პერსონაჟები გააცოცხლა და საინტერესო კომპოზიცია შემოგვთავაზა. აღნიშნულ კომპოზიციას თუ დააკვირდებით, მათეს ნიჭს უდავოდ აღმოაჩენთ, ვფიქრობთ, მომავალში ხელოვნებაში იგი საკუთარ სიტყვას იტყვის და თავის სოფელს - წყალშავს, თავის სკოლას, პედაგოგებს და ჩვენს ქვეყანას ასახელებს! ჩვენ უკვე ვამაყობთ შენით! წარმატებები, მათე ბიჭო!“, - აღნიშნულია ნიგოზეთის საჯარო სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება