TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტუდენტი სტატუსის შეწყვეტისთვის 1500 -დან 5000 ლარამდე  დაჯარიმდება  -  კანონპროექტი
06-05-2022
-
+


„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის და სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების მობილობისა და სტატუსის შეჩერების მიზეზები ზუსტდება. აღნიშნული მიზეზების გარეშე სტატუსის შეჩერება და ან მობილობა სტუდენტებს ფინანსურს ვალდებულებას დააკისრებს.

სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს სტატუსის შეჩერების უფლება ექნება:

უცხო ქვეყანაში, თავდაცვის სამინისტროს სისტემის მიერ წარგზავნის შემთხვევაში სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისას; აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე, იმ შემთხვევაში თუ სტუდენტის სტატუსის შეჩერების აუცილებლობა ინიცირებული იქნება იმ ადმინისტრაციული ორგანოსაგან, რომელშიც სწავლის პერიოდში დასაქმებულია სტუდენტი;  სტატუსის შეჩერების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლისა ან/და სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე სტუდენტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში - სამხედრო სამსახურისათვის შეუსაბამობის დადგენის საფუძველზე.

სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს მობილობით სარგებლობის უფლება ექნება ასევე, საგამონაკლისო შემთხვევაში - ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, როდესაც იგი ვეღარ შეძლებს დააკმაყოფილოს სამხედრო მოსამსახურისათვის დადგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნები.

გარდა ამისა, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, პირს რომელიც სწავლობს უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ადმინისტრაციული ორგანოდან გათავისუფლების შემთხვევაში, მიზანშეწონილია შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი შემდგომი მობილობის გამოცხადების შემდეგ, ვინაიდან პროგრამის მიზნობრიობა კარგავს არსებით მნიშვნელობას და სახელმწიფოს მიერ გაღებული ფინანსური და მატერიალური რესურსი ვერ იქნება შედეგის მომტანი იმ სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, რომელმაც წარადგინა პირი აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად.

ამასთან, აღნიშნული ნორმების მოქმედება გავრცელდება მათი ამოქმედების შემდგომ სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტებზე.

კანონპროექტით გათვალისწინებული მიზეზების გარდა, სხვა მიზეზით აკადემიაში სწავლის შეწყვეტასა და აკადემიასა და სტუდენტს შორის დადებული კონტრაქტის დარღვევას, სტუდენტის კონტრაქტით გათვალისწინებული სახდელი კურსების მიხედვით გახლავთ შემდეგი: პირველი კურსი - 1500 ლარი; მეორე კურსი - 2500 ლარი; მესამე კურსი - 4000 ლარი, მეოთხე კურსი - 5000 ლარი. აღნიშნული თანხები მიიმართება აკადემიის შემოსავლებში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

პატარებმა, დამრიგებლის - მაგდა სივსივაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება