სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სემესტრული ქულები აღირიცხება, როგორც ორი დამოუკიდებელი საგნის წლიური ქულა
18-05-2022
-
+


თუ მოსწავლეს პირველი სემესტრის ბოლოს სკოლიდან სკოლაში გადასვლისას დახვდება განსხვავებული უცხოური ენა, როგორ უნდა დაიწეროს მისი წლიური ნიშნი? - განმარტება მასწავლებლებისთვის. 

თუ მოსწავლეს სასწავლო წლის პერიოდში სკოლიდან სკოლაში გადასვლისას მე-12 კლასამდე მიმღებ სკოლაში დახვდა განსხვავებული პირველი ან მეორე უცხოური ენა, იგი სწავლობს მიმღები სკოლის მიერ შემოთავაზებულ ენას/ენებს და განსხვავებული უცხოური ენების სემესტრული ქულები აღირიცხება, როგორც ორი დამოუკიდებელი საგნის წლიური ქულა. (მაგ., თუ მოსწავლე პირველ სემესტრში უცხოურ ენად სწავლობდა ფრანგულს, მეორე სემესტრში კი ფრანგულის ნაცვლად - გერმანულს, მაშინ ფრანგული ენის სემესტრული ქულა გადადის ფრანგული ენის წლიურ ქულად, ხოლო გერმანული ენის სემესტრული ქულა - გერმანული ენის წლიურ ქულად).თუ მოსწავლეს მე-12 კლასში სკოლიდან სკოლაში გადასვლისას მიმღებ სკოლაში დახვდა განსხვავებული უცხოური ენა, მას შეუძლია მე-12 კლასში განსხავებული ენის ნაცვლად ექსტერნად ჩააბაროს ის უცხოური ენა, რომელსაც მანამდე სწავლობდა.თუ მოსწავლეს სკოლიდან სკოლაში გადასვლის გამო ერთი საფეხურის ფარგლებში მოუხდება განსხვავებული უცხოური ენების სწავლა და ერთი საფეხურის ფარგლებში წლიური ქულა ერთზე მეტ პირველ ან მეორე უცხოურ ენაში ექნება, საფეხურის საერთო ქულის გამოანგარიშებისას ჯამდება საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა უცხოური ენის წლიური ქულა. (მაგ., თუ მოსწავლე მეშვიდე და მერვე კლასებში სწავლობდა ინგლისურს და გერმანულს, მეცხრე კლასში კი - ინგლისურს და გერმანულის ნაცვლად ფრანგულს, საფეხურის ქულის გამოთვლისას ჯამდება საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის, მათ შორის, ინგლისურის, გერმანულისა და ფრანგულის წლიური ქულები და ჯამი იყოფა ქულების საერთო რაოდენობაზე). ქულების დათვლის ეს წესი ასევე ვრცელდება იმ შემთხვევებზე, თუ მოსწავლეს სკოლიდან სკოლაში გადასვლისას გამო, საშუალო საფეხურზე განსხვავებული არჩევითი საგნების სწავლება მოუხდება.”


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება