| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებსა თუ მოვლენებს ყოველთვის აქტიურად აღნიშნავენ. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა თუ ღონისძიებებს სთავაზობენ.
რა თქმა უნდა, სკოლაში, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც აპრილის მნიშვნელოვანი თარიღები.
დედანის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობდნენ I-IV კლასის მოსწავლეები. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
ასევე V კლასის მოსწავლეებმა შექმნეს დედაენის დღესთან დაკავშირებული კედლის გაზეთი. ამასთან, მოსწავლეებმა ფერადი ცარცით მოხატეს ასფალტი, სადაც უკრაინელებისადმი მხარდაჭერაც გამოხატეს.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით კი სკოლაში კვირეული ჩატარდა. მოსწავლეებმა სიმბოლურად სკოლის ეზოში დარგეს ყვავილები, რომლებიც ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე იყვავილებენ.
პირველი ყვავილი სკოლის უხუცესმა, ხელოვნების მასწავლებელმა, ვიანა სანაიამ დარგო. დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა თავიანთი განწყობა ფურცელზე გადაიტანეს, ლოზუნგით - „დედამიწა ხომ ჩვენი სახლია“.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს