TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა შემთხვევაში დაინიშნება სემესტრული გამოცდა? - ჩატარების და ქულის გამოთვლის წესი
26-05-2022
-
+


სემესტრის დასრულებისას პედაგოგები თითოეული მოსწავლის საბოლოო შეფასებას წერენ. საქმე გაამარტივა ელექტრონულმა ჟურნალმა, რომელიც საბოლოო ქულებს ავტომატურად ითვლის და პედაგოგებს თითოეული ბავშვის ნიშნებიდან საშუალო არითმეტიკულის გამოყვანა აღარ ევალებათ.

სემესტრული ნიშნებით ხანდახან მოსწავლეები და მათი მშობლები უკმაყოფილოები არიან, თუმცა არ იციან, როგორ მოიქცნენ. ეროვნული სასწავლო გეგმა კი მოსწავლეს ნიშნის გაუმჯობესების შანსს აძლევს, ამისთვის არსებობს სემესტრული გამოცდა.

სემესტრული გამოცდა მხოლოდ იმ შემთხვევაში ინიშნება, თუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის.

სემესტრული გამოცდის დანიშვნისთვის მოსწავლის მშობელმა (ან კანონიერმა წარმომადგენელმა) სემესტრის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში წერილობით უნდა მიმართოს სკოლის დირექტორს. შემდეგ დირექტორი განიხილავს საკითხს და მიიღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. დაშვებაზე უარის შემთხვევაში, გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.

მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, სკოლამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ გამოცდა ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარდეს.

გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.

სემესტრული გამოცდა ინიშნება სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

პატარებმა, დამრიგებლის - მაგდა სივსივაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება