სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უსმინე ბავშვს, მისი ტირილი ბომბზე დიდია..“- ბეშთაშენის საჯარო სკოლის პედაგოგმა უკრაინელ ბავშვებს ლექსი მიუძღვნა
28-03-2022
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლის პედაგოგები უკრაინელ ხალხს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.

სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ციალა ფუტკარაძემ უკრაინელი ბავშვებისადმი სოლიდარობის გამოსახატად ემოციური ლექსი დაწერა, რომელსაც etaloni.ge გთავაზობთ:

„ვერ გაიმარჯვებ!

თუ ჩაუსახლდა ადამიანს სატანა გულში,

გადაიქცევა დიდ ურჩხულად, საშიშ არსებად.

ნუთუ, არ ესმის მას ტირილი პატარა ბავშვის,

ჩანთით ხელში, რომ უგზო-უკვლოდ დაეხეტება.

ნუთუ, არ გესმით! მისი ტირილი ბომბზე დიდია,

მთელი მსოფლიოს გულები რომ გაანადგურა,

მისმა ცრემლებმა დაგამარცხა, ვერ გაიმარჯვებ!

ვერ იზეიმებ გამარჯვებას,რადგან ფლიდია
ათი ათასი კაცის გადევს ცოდვა,- მძიმეა,

ვერ ჩამოირეცხ იმ სისხლს, რადგან ლაქა დაგრჩება,

მილიონობით უსახლკარო ადამიანის

მიზეზი რომ ხარ, ყველას კარგად ემახსოვრება.

უსმინე ბავშვს, მისი ტირილი ბომბზე დიდია,

ვერ იზეიმებ გამარჯვებას, რადგან ფლიდია.

შენ, რომ სატანავ! ეს ქვეყანა ფეხზე გკიდია,

ნუ ერკინები, ცას შეხედე, შენზე დიდია“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება