სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როდესაც ოჯახში მეორე ბავშვი იბადება - რჩევები მშობლებს
06-03-2018
-
+


მშობლებისთვის ახალი შვილის დაბადება ნიშნავს, რომ ოჯახი უფრო გაიზარდა და მასში ყველა დიდი სიყვარულით ზრუნავს ერთმანეთზე. ისინი იმედოვნებენ, რომ უფროსი შვილი მოცემულ სიტუაციას ამგვარადვე აღიქვამს, მაგრამ ბავშვები საკუთარი ემოციების გავლით ხედავენ შეცვლილ ვითარებას და ყურადღების ნაკლებობას განიცდიან.

ბავშვის ცხოვრებაში ოჯახის ახალი წევრის, დის ან ძმის გაჩენისთანავე კითხვებისა და შეგრძნებების ახალი ტალღა წარმოიქმნება. მათ აინტერესებთ რატომ სძინავს პატარას ასე დიდხანს, ან რა საჭირო იყო მისი გაჩენა, როდესაც მშობლებს უკვე ჰყავდათ შვილი, თავისი სახით.
ფსიქოლოგთა რჩევით, ბავშვის თითოეულ კითხვაზე პასუხის გაცემა აუცილებელია. მშობლების მხრიდან  არსებული ვითარების სიყვარულითა და სიმშვიდით ახსნა უფროს შვილს სტრესს შეუმსუბუქებს და უფრო სასურველად აგრძნობინებს თავს.

ვნახოთ, როგორ შეუძლიათ მშობლებს ოჯახის ახალი წევრის გაჩენასა და მის ირგვლივ არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა:
  • განხილვა და ახსნა
ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ყოველთვის შეუძლია მშობელთან მისვლა და მისთვის საკუთარი შეხედულებებისა და ემოციების გაზიარება, კითხვების დასმა და მათზე გულწრფელი პასუხების მოსმენა. მშობელმა გულდასმით უნდა მოუსმინოს პატარას და სიყვარულითა და ზრუნვით განიხილოს პრობლემური საკითხები. აუხსნას, რომ ესმის მისი განცდების, რომ ის შეუცვლელია მშობლების ცხოვრებაში, მაგრამ არსებობს მეორე განუმეორებელი არსება, რომელსაც მოვლა და დიდი ყურადღება სჭირდება. ბავშვები ხშირად უთქმელად განიცდიან უყურადღებობას, საკუთარ თავში იხშობენ სათქმელს. მშობელმა მსგავსი საუბრებით პატარას საკუთარი ემოციების გაზიარება და აზრების სწორი მიმართულებით წარმართვა უნდა ასწავლოს.
  •  შვილები სხვადასხვა ქორწინებიდან და ახალი ოჯახები
ზემოთ მოცემული რჩევები იმ ოჯახებსაც გამოადგებათ, რომელთაც სხვადასხვა ქორწინებიდან ჰყავთ შვილები. პატარები, რომლებიც მშობლებს ერთად ვერ ხედავენ და უცხო ადამიანთან უწევთ თანაცხოვრება, განსაკუთრებით განიცდიან არსებულ სიტუაციასა და  ბავშვის დაბადებას. მსგავს სიტუაციაში ორივე ბიოლოგიური მშობლის თანადგომა და მათთან საუბარი აუცილებელია. უფროსებმა ბავშვს უნდა აუხსნან, რომ დედას და მამას ის ისევ ისე უყვართ, რომ უპირობოდ იზრუნებენ მასზე, მაგრამ ცხოვრება გრძელდება სხვადასხვა გზით და ახალი ურთიერთობები მას ყოველთვის თან სდევს. უთხარით, რომ ახალ ოჯახშიც ეყვარებათ და გაუფრთხილდებიან მას.
  • ცვლილება განვითარების შესაძლებლობაა
თითოეული ოჯახი უნიკალურია. ბავშვისთვის მთავარია, რომ თავი ამ ოჯახის სასურველ და სრულფასოვან წევრად იგრძნოს. თუ გყავთ შვილები სხვადასხვა ქორწინებიდან, ან თუ ახალი სიცოცხლე ჩნდება, ან არსებობს სხვა მნიშვნელოვანი გარემოება, ისევ და ისევ ღიად და სიყვარულით ესაუბრეთ შვილს. აუხსენით, რომ ძლიერ ოჯახებში მისი წევრები რთულ მომენტებში ერთმანეთის გვერდით დგანან, რომ პატარას დაბადება უფროსი შვილისთვის მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გამოცდილებად იქცევა.

აგრძნობინეთ, რომ ოჯახის თითოეული წევრი ძვირფასი და შეუცვლელია.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საჯარო სკოლებში ახალი პროგრამა დაინერგება - ვის ეხება გადამზადება

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება