სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსზე განცხადებების მიღება დაიწყო
02-03-2018
-
+


„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსში მონაწილეობის მსურველ მასწავლებლებს რეგისტრაციის გავლა 20 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მოქმედ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის საჯარო ან კერძო სკოლაში. მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა მასწავლებლებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.tprize.ge.

წელს კონკურსში მონაწილეობა ორგვარად არის შესაძლებელი. გარდა იმისა, რომ მასწავლებლებს შეუძლიათ თვითონ წარადგინონ თავიანთი თავი, შესაძლებელია სკოლების მხრიდან მათი ნომინირებაც.

კონკურსანტთა შერჩევის სამეტაპიან პროცესს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურიში შედიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპზე გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, რომელთაც მოეთხოვებათ მოკლე ვიდეოს გამოგზავნა, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, გახდება „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი 10 ათას ლარს მიიღებს საჩუქრად. მას ასევე შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზეც, რომელშიც მთელი მსოფლიოდან მონაწილეობენ პედაგოგები.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, წელს უკვე მეორედ ტარდება.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული 2017 წელს ლადო აფხაზავა გახდა

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება