სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“ - ქუთაისის N23 საჯარო სკოლის ოთხი კლუბი ერთი მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ გაერთიანდა
16-03-2022
-
+


ქუთაისის N23 საჯარო სკოლის ხელმძღვანელობა და ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება თავს არ ზოგავენ, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც სასკოლო ცხოვრებაში, ისე არაერთ საინტერესო პროექტში, რომელიც წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.

ქუთაისის N23 საჯარო სკოლის საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო კათედრების ინიციატივით, დაიგეგმა და განხორციელდა ოთხი კლუბის (მოქალაქეობა, ისტორია, გეოგრაფია, ბიოლოგია) გაერთიანება და ინტეგრირება ერთი საკითხის ირგვლივ - გაეროს N3 მიზანი „ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“.

„ეროვნული სასწავლო გეგმა არ აწესებს მკაცრ მოთხოვნებს ინტეგრირებასთან დაკავშირებით. ეს არის პროცესი, რომელიც ყველა სკოლამ უნდა განავითაროს საკუთარი პრიორიტეტებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ამჯერად ინტეგრირების კიდევ ერთი საინტერესო ინიციატივა, ვფიქრობთ, წარმატებული ნაბიჯი გახდება პრიორიტეტული თემების ფორმალურ განათლებაში შემოსაყვანად, რაც ხელს შეუწყობს გლობალური გამოწვევების კომპლექსურად გააზრებას.

განზოგადებების გაკეთება მოხდა ოთხი საგნისთვის ერთ საერთო კონტექსტთან მიმართებით - თემა „ჯანსაღი ცხოვრება-ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“; ის რაც დღეს ყველასთვის ძვირფასი, აქტუალური და საგანგაშოდ მოსაფრთხილებელია;
მადლობა და სამომავლო წარმატებები ჩვენს განსაკუთრებულ მოსწავლეებს და ძვირფას კოლეგებს - ნატო კემულარიას (ბიოლოგია), მანანა ბურჯალიანს (გეოგრაფია), მარინა სვანაძესა (გეოგრაფია) და ნანა ბიბიჩაძეს - (ისტორია);

მაბედნიერებს, მაძლიერებს და უდიდეს გამოცდილებას მძენს თქვენს გვერდით ყოფნა და პროფესიული საქმიანობა.
მადლობა N23 სკოლის დირექციას მუდამ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, ინიციატივების წარმატებით რეალიზებისა და ხელშეწყობისთვის. მშვიდობა, ჯანმრთელობა და წარმატებები!“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

 ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კონფერენციამ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და პედაგოგები  გააერთიანა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება