სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ტყვირის მაცხოვრის სახელობის ეკლესია - გზა მსოფლიო ცივილიზაციისაკენ“- ტყვირის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
02-03-2022
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლაში პროექტი „ტყვირის მაცხოვრის სახელობის ეკლესია - გზა მსოფლიო ცივილიზაციისაკენ“ ჩატარდა. 

პროექტი სოფელში მდებარე ეკლესიას ეხებოდა. მასში დეტალურადაა აღწერილი როგორ სოფლის, ასევე ეკლესიის ისტორია.

„სოფელი   ტყვირი

ტყვირი — სოფელი საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ნოღელის (რიონის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 17 მეტრზე.

აბაშის მუნიციპალიტეტიდან დაშორებულია 6 კილომეტრით, ქოლობნიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 1.5 კილომეტრით. ტყვირის თემი შედგება სოფ. ტყვირისა და სოფ. ცილორისაგან. თემის მოსახლეობა შეადგენს 922 ადამიანს, მათში ყველაზე გავრცელებული გვარებია-მიგინეიშვილი, თედორაძე, გვალია.

ახლანდელი აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შუა საუკუნეებში შედიოდა ჯერ მოხირისში, შემდეგ სამოქალაქოში. XV საუკუნის 70-იან წლებში მისი დიდი ნაწილი უშუალოდ სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში შევიდა, ის ნაწილი კი, რომელიც მდინარეების ნოღელისა და რიონის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, საჭილაოს ეკუთვნოდა. საჭილაოს ცენტრი იყო სოფელი ტყვირი. XVI საუკუნეში საჭილაოს საზღვარი დასავლეთით ეკის მთამდე აღწევდა, ჩრდილოეთით - ბანძამდე, სამხრეთით - გურიის მთებამდე, ხოლო აღმოსავლეთით მდინარე გუბისწყალამდე. ჭილაძეები იმდენად ძლიერები იყვნენ, რომ მთავრის ტიტულის მოპოვება ცდილობდნენ. 1613 წლიდან საჭილაოს სადავო სოფლები (სამეგრელოსა და იმერეთს შორის) სამეგრელოს სამთავროში შევიდა.

სოფლის ღირსშესანიშნაობაა ტყვირის მაცხოვრის სახელობის ეკლესია (VII - VIIIს.ს.), რომელიც მდებარეობს ქ. აბაშიდან 10 კმ-ის დაშორებით, მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე. ნასოფლარ ტყვირის ტერიტორიაზე. 1928 წლამდე ტაძრის შემოგარენში განთავსებული იყო სოფელი ტყვირი, მაგრამ ერთ-ერთი წყალდიდობის შემდეგ სოფელი აიყარა და 4 კმ-ით დაშორებულ ადგილას დასახლდა ანუ იქ, სადაც დღეს სოფელი ტყვირია.

ტყვირის ეკლესია ჯვარგუმბათოვანია. გუმბათზე დატანებულია 8 ვიწრო სარკმელი. ტაძრის ნახევარი ნაგებია თლილი ქვით, ზედა ნაწილი კი ქართული ბრტყელი აგურით. ტაძარს დასავლეთით და ჩრდილოეთით მიშენებული აქვს ქვით ნაგები ეკვდერები. სავარაუდოდ ტაძარს აქვს ქვედა სართულიც და როგორც ხანდაზმულები ამბობენ, საიდუმლო გვირაბიც, როელიც ტაძრიდან მიემართებოდა ცხენისწყლის ძველი კალაპოტისაკენ, სადაც ერთ დროს მდინარე ცხენისწყალი მიედინებოდა. ტაძარზე არის ხუცური წარწერები. ტაძარში ინახებოდა მრავალი ვერცხლის ძველებური ხატ-ჯვრები. წარწერებში ხსენებულია საფეოდალო-საჭილაოს გამგებელთა სახელები. ტაძრის აღმშენებელი ქველი ჭილაძე, ძმანი მისნი კახაბერ და ჩუბინ ჭილაძეები, მამა ამათი შედან ჭილაძე და მეუღლე შედანისა კანდაკე. ტყვირი იყო ცენტრი საფეოდალო-საჭილაოსი. ტყვირის ეკლესია კი კარის ეკლესიათა საძვალე ჭილაძეებისა. საფეოდალო-საჭილაო მოიცავდა თანამედროვე აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ეკის მთამდე (სენაკის რაიონი). ტყვირის ეკლესია 1913 წელს მოინახულა ექვთიმე თაყაიშვიმა. მაშინ ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო გუმბათზე ტყვიის ფურცლები. როგორც მისთვის უთქვამთ ადრე ტაძარი მთლიანად ტყვიის ფურცლებით ყოფილა გადახურული. 1873 წლისათვის ტყვირის ეკლესიის მოძღვარი ყოფილა მამა სიმონ თედორაძე, 1913 წლისათვის მღვდელი სტეფანე ყურუა, დიაკვანი იოანე ლაბარტყავა. გასაბჭოების შემდეგ ეკლესია გაიძარცვა და იავარიქმნა. 80-იანი წლების დასაწყისში ტაძარი გადახურული იქნა ძეგლთა დაცვის სამსახურის მიერ ამავე ეპოქაში ტაძარს პატრონად მოევლინა სოფლის მკვიდრი ვლადიმერ მიქაძე, რომელიც მზრუნველ ხელს არ აკლებდა ამ უძველეს ტაძარს. მისი დაწყებული საქმე განაგრძო მისმა ვაჟმა, რომელიც ამ ეკლესიის მოძღვარი და ხელახალი განმაახლებელი შეიქნა. მამა ეგნატეს თაოსნობითა და ძალისხმევით აღდგა ჭილაძეთა უძველესი კარის ეკლესია.

ტაძრის ეზოში დგას ჭადრის ხე, რომელიც სამ საუკუნეს ითვლის. როცა ეკლესია გაანადგურეს, ეს ხეც გახმა. ასე იყო იგი 70 წელიწადი. 1992 წელს, როდესაც ეკლესიის რესტავრაცია დაიწყეს, იმ დროიდან ხემ ისევ ამოიყარა ყლორტები და დღემდე ხარობს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაცაიში. 

იხილეთ ფოტოები, ვიდეო და პრეზენტაცია ბმულზე:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„ისე უნდა მოიქცე, შენი გვარი არასოდეს შეარცხვინო...“ - ეტალონის პროექტების ავტორი ეტალონ მასწავლებელზე გვიამბობს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები
ლექციის მოსმენის შემდეგ მოსწავლეებს დაევალათ ინფორმაციის მოძიება 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებზე
 
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს თემატური სიტყვები, მონოლოგები, ლექსები, ინსცენირებები
 
„ასეთი აქტივობები მოსწავლეებს უვითარებს კითხვის, წერის, აზრის გამოთქმის, თანამშრომლობისა და შემოქმედებითი მუშაობის უნარებს“
 
საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება