| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში პანდემიის მე-6 ტალღა გადავლილია, კოვიდის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაც იკლებს, თუმცა სკოლებში კვლავ არაერთგვაროვანი ვითარებაა - ნაწილი დისტანციურ სწავლებაზეა, ნაწილში ჰიბრიდული მოდელი მოქმედებს. მოსწავლეებიც, არსებული ვითარების გათვალისწინებით, გაკვეთილებს ხშირად აცდენენ. მართალია, ჯერჯერობით უცნობია, გაცდენების გამო ექსტერნატის გამოცდები როდის ჩატარდება ან ჩატარდება თუ არა, მაგრამ ფაქტია, დირექცია სკოლებში გაცდენების კონტროლის მექანიზმს ამკაცრებს.
როგორც Etaloni.ge-ს არაერთმა პედაგოგმა აუწყა, კლასის დამრიგებლები უკვე გაფრთხილებულები არიან და მათ აქვთ ვალდებულება იმ მოსწავლეების აღრიცხვა აწარმოონ, ვინც სისტემატურად აცდენს ონლაინ-გაკვეთილებს. ეს მონაცემები დირექციას ელფოსტის საშუალებით უნდა გადაეგზავნოს, ხოლო რა მსვლელობა მიეცემა დოკუმენტს, ამას სავარაუდოდ სამინისტრო გადაწყვეტს.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზედიზედ 45 დღის გაცდენის შემთხვევაში ბავშვს მოსწავლის სტატუსი უჩერდება, 10 დღის გაცდენისას კი დამრიგებელი უკვე ვალდებულია, დირექცია საქმის კურსში ჩააყენოს.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“
ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში
შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას