სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვინ დასაქმდება სკოლაში უგამოცდოდ? - უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მასწავლებლობის მსურველს უფროსის სტატუსს ანიჭებს
03-03-2022
-
+


სკოლაში დასაქმებისთვის რამდენიმე საფეხურის გადალახვაა საჭირო. მათთვის, ვისაც უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტში „მასწავლებელი“ უწერია, პედაგოგებისთვის განკუთვნილი საგნის გამოცდა წარმატებით ჩაბარებაა აუცილებელი, რათა სკოლაში უფროსის სტატუსით დასაქმდნენ.

მასწავლებლობის უფლება სხვა პროფესიის ადამიანებსაც აქვთ. ამ შემთხვევაში მათ მასწავლებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ უნივერსიტეტში 60-კრედიტიანი ერთწლიანი პროგრამა უნდა გაიარონ. სკოლაში კი უფროსის სტატუსით შევლენ.

მასწავლებლობის უფლება სასპორტო და სახელოვნებო პროფესიული განათლების მქონე პირებსაც შეუძლიათ. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია შესაბამისი საგნის ჩაბარება და უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამის გავლა.

სკოლაში დასაქმება შეუძლიათ ასევე პირებს, ვისაც განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი აქვთ და ამავდროულად, მათაც უნდა დაადასტურონ საგნობრივი კომპეტენცია.

საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდებიან მხოლოდ პედაგოგობის ის მსურველები, რომელთაც მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა აქვთ გავლილი და ამ მიმართულებით მინიჭებული აქვთ განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით).

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 300 კრედიტიან პროგრამაზე სწავლა სხვადასხვა მიმართულებითაა შესაძლებელი. პროგრამა განკუთვნილია, როგორც დაწყებით საფეხურზე, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურზე სწავლების მსურველებისთვის.

უნივერსიტეტებში დაწყებითი საფეხურის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების სიაში შედის. 300-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა შესაძლებელია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიაუნიში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.

მასწავლებლობის მსურველებს, ვისაც (300 კრედიტიანი) საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი ექნებათ, საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება აღარ მოუწევთ. აღნიშნული დიპლომი პედაგოგს უფროსის სტატუსს გამოცდის ჩაბარების გარეშე ანიჭებს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება