სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლების ბედს საბჭოს 12 წევრი გადაწყვეტს - ვინ შეამოწმებს ზოგადი განათლების ხარისხს
24-02-2022
-
+


განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრები დაინიშანენ.

უწყების განმარტებით, საბჭო ერთადერთი უმაღლესი კოლეგიალური ორგანოა ქვეყანაში, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში. 

„მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება ზოგადი განათლების ხარისხის მიმართულებით. იგეგმება ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების ცვლილება.  ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია საბჭოს როლი და მანდატი. ის შემფასებელთან ერთად განმავითარებელ ფუნქციასაც ატარებს. შესაბამისად, საბჭომ არსებული მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, სკოლებს რეალისტური, მათ სპეციფიკაზე მორგებული და განვითარებაზე ორიენტირებული რეკომენდაციები უნდა მისცეს“ -  აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აღსანიშანვია, რომ მიმდინარე წელს რეავტორიზაციას გავლის 120 სკოლა და მათ სწორედ ის ადამიანები შეამოწმებენ, რომლებიც  N25 ბრძანებით ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა. გაეცანით საბჭოს წევრთა ვინაობას:

მალაზონია დავითი - შპს „თანამედროვე განათლების აკადემიის“ დირექტორი – საბჭოს თავმჯდომარე;

მამსიკაშვილი თამარი - აზიის განვითარების ბანკის პროგრამის „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისათვის“ სკოლების გაძლიერების სპეციალისტი – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

ბაბილუა პეტრე – შპს „ევროპული სკოლის“ მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 

გაბოშვილი ნატო – „ახალი სკოლის მოდელის“ მხარდამჭერი პროგრამის მათემატიკის საგნობრივი ექსპერტი;

გიგიბერია გიორგი- ა(ა)იპ– ფონდ „საერთაშორისო განათლების ცენტრის“ პროგრამების მენეჯერი;

გიგიბერია ია - შპს „ქართული სასწავლებლის - თბილისის“ მასწავლებელი, ქიმიის საგნობრივი ექსპერტი;

გოგუაძე ზვიად - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი;

კვირიკაშვილი ეკატერინე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი;

მამფორია მაკა - შპს „ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნის“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი;

მეკრავიშვილი შალვა - სსიპ - შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ რუსთავის No2 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;

ნატროშვილი ქეთევანი - შპს „ქართული სასწავლებლის - თბილისის“ დირექტორის მოადგილე;

ჯინჭარაძე მანანა – სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორთა ეროვნული სკოლის კონსულტანტი – საბჭოს მდივანი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება