სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მაქსიმალური ქულის 60% უნდა დააგროვოთ - „ნაეკი“ ინფორმაციას ავრცელებს
23-02-2022
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის დაწყების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ოლიმპიადის მესამე ტური 3 მარტს დაიწყება და ტესტირება გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის N9) ჩატარდება. 

I სესიაზე რეგისტრაცია - 09:30 საათზე, ხოლო ტესტირება 10:00 საათზე დაიწყება. II სესიაზე რეგისტრაციის დროა 14:30 საათი; ტესტირება 15:00 საათზე დაიწყება. დაგვიანების შემთხვევაში მოსწავლე ტესტირებაზე აღარ დაიშვება. რეგისტრაციის დროს მან უნდა წარმოადგინოს სკოლის მიერ გაცემული მოსაწვევი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი ან ფოტოსურათიანი ცნობა, რომელსაც გასცემს სკოლის ადმინისტრაცია. 

განრიგი:

3 მარტი

I სესია -  ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის; ფიზიკა.

II სესია - ინგლისური ენა.

4 მარტი

I სესია - ქიმია,  რუსული ენა;

II სესია - გეოგრაფია, ბიოლოგია, ფრანგული ენა.

5 მარტი 

I სესია - მათემატიკა, ისტორია.

ოლიმპიადის მესამე ტურის ტესტირებისათვის გამოყოფილი დრო

ტესტირება ჩატარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეგულაციის დაცვით. 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის.  

ოლიმპიადის მესამე ტურის ტესტების მაქსიმალური ქულები

გერმანულ ენაში ტესტირება ჩატარდება 13 მარტს. დეტალები გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე“, - წერია აღნიშნულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება