| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები - ნათია ესელიძე და ლიზი ჟიჟავაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნაირა ჟიჟავაძის ხელმძღვანელობით, ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა ფოლკლორისტთა რიგით მე-20 შეკრებაში მონაწილეობდნენ.
ფოლკლორისტთა შეკრება 15 დეკემბერს ჩატარდა.
მათ საგანმანათლებლო ღონისძიებაზე წარადგინეს თემა - „შაირები ბევრი ვიცი“.
შეკრება, რომელსაც - „ახალგაზრდა ფოლკლორისტთა შეკრების“ პროექტის ხელმძღვანელი ქალბატონი ცისანა ხაზარაძე ხელმძღვანელობდა, დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.
მოსწავლეების მიერ რესპონდენტებისაგან ჩაწერილი შაირები ეხებოდა სხვადასხვა თემებს: სიხარულს, პრობლემებს, ახალგაზრდებს, თაობათა შორისა და რძალ- დედამთილის ურთიერთობებს. პრეზენტაცია მოსწავლეებმა წარადგინეს რძალ- დედამთილის ურთიერთობის თემაზე ჩაწერილი შაირებით ფანდურზე დამღერებითა და აჭარული განდაგანას თანხლებით.
მონაწილე მოსწავლეები ლიზი ჟიჟავაძე და ნათია ესელიძე დაჯილდოვდნენ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დიპლომებით.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ