სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით, არის სჯეროდეს საკუთარი თავის და მომავლის“- მარინა ხვედელიძე, ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორი
03-02-2022
-
+


დღევანდელობაში საჭიროა, სკოლაში იყოს კარგი მასწავლებელი და კარგად ფლობდეს იმ საგანს რომელსაც ასწავლის. ეფექტურად იყენებდეს პრაქტიკაში გამოსაყენებელ სტრატეგიებს. კარგად და საინტერესოდ გეგმავდეს გაკვეთილს და იყოს შემომქმედი - ამბობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ხვედელიძე და etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ​​საინტერესოდ პასუხობს.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .
- სჯეროდეს საკუთარი თავის და მომავლის.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- გაკვეთილზე არის ყურადღებიანი, მოწესრიგებული, ასრულებს საშინაო დავალებებს, კითხულობს კლასგარეშე ლიტერატურას, დროს ანაწილებს სწორად, აკონტროლებს თავის თავს და ისახავს მიზანს.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .
- ისეთი გარემო, რომელიც იქნება მიმზიდველი და მოწესრიგებული მატერიალურადაც და სულიერადაც, რადგან სასწავლო გარემოპირობებს აქვს დიდი მნიშვნელობა, როგორც მოსწავლეებისთვის ასევე მასწავლებლისათვის.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .
- მასწავლებლები მოსწავლეებს აღიქვამენ, როგორც ინდივიდს და ითვალისწინებენ მათ ინდივიდუალურ შესაძლებლობებს. თანამშრომლობენ მოსწავლეებთან და ქმნიან ურთიერთთანამშრომლობით გარემოს. მასწავლებლებს კარგად შეუძლიათ თავიანთი ემოციების კონტროლი და მართვა.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .
- რომ ჩვენი სკოლა უნდა იყოს საშუალო საფეხურის, რათა შეძლონ სრულად თავიანთი შრომის დანახვა მოსწავლის შედეგიდან გამომდინარე.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .
- სკოლაში იყოს კარგი მასწავლებელი და კარგად ფლობდეს იმ საგანს, რომელსაც ასწავლის. ეფექტურად იყენებდეს პრაქტიკაში გამოსაყენებელ სტრატეგიებს. კარგად და საინტერესოდ გეგმავდეს გაკვეთილს და იყოს შემომქმედი.

- მედი მაქვს, რომ. . .
- დაფასდება მშობლების მიერ სოფლის სკოლები. ისინი თავიანთ შვილებს დააბრუნებენ სოფელში და ასწავლიან იქვე, რადგან სოფლის სკოლებში მოსწავლეები იძენენ ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობაზე, ზრდილობაზე და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

„ავტორი ვარ! არ იცით, როგორი ეროვნული მუხტია ისტორიის სახელმძღვანელოებში“

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება