| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყნის მასშტაბით 20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციის ტენდერები გამოაცხადა.
მათ შორისაა, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლები.
პროექტები მოიცავს სკოლების აღდგენით სამუშაოებს.
როგორც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, გათვალისწინებულია სკოლების შენობების ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე განახლების დეტალური გეგმის მომზადება, რაც მოიცავს როგორც სრულ რეაბილიტაციას ასევე საჭიროების შემთხვევაში გამაგრების სამუშაოებს.
პროექტების ფარგლებში მოწესრიგდება სკოლების ძირითადი ინფრასტრუქტურა, განახლდება სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეები და ადაპტირდება თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესის მოთხოვნების შესაბამისად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საინჟინრო კომუნიკაციების გაუმჯობესებას - გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების განახლებას.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, სკოლების რეაბილიტაციის შედეგად მოსწავლეებისთვის შეიქმნება უსაფრთხო, კეთილმოწყობილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა
რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ