სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, ჟურნალისტის როლი მოირგეს
28-01-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, მე-7გ კლასში მოქალაქეობაში საკითხზე - „კონფლიქტები სასკოლო გარემოში“ კომპლექსური დავალებების დასკვნითი ეტაპი ჩატარდა (დამრიგებელი მ. ჟორჟოლიანი, მოქალაქეობის მასწავლებელი თ.თუთბერიძე).

კომპლექსური დავალების ფარგლებში მოსწავლეებს თავი ჟურნალისტის ამპლუაში უნდა წარმოედგინათ, რომელიც იკვლევს და ამზადებს საინტერესო სტატიებს სასკოლო ასაკის ბავშვებზე; ასევე, უნდა დაეწერათ სტატია კონფლიქტების გამომწვევი მიზეზების, მართვისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

მოსწავლეებმა დავალებას საკმაოდ კარგად გაართვეს თავი. მათ ხაზგასმით უნდა წარმოეჩინათ, რამდენად უწყობს ხელს მოზარდების პიროვნულ განვითარებას სასკოლო საზოგადოებასთან მშვიდობიანი ურთიერთობა, რატომ არის მნიშვნელოვანი სასკოლო თემში სოციალური კონტაქტების დამყარება და კონფლიქტების სტრატეგიების ფლობა, რამდენად მნიშვნელოვანია ასერტიულობა, კონფლიქტის ოპტიმალურად მოგვარებასა და პიროვნების და სოციუმის ჰარმონიულ ურთიერთობაში. გაკვეთილს სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე ესწრებოდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება