სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ვურჩევდი ბავშვების ონლაინ-სწავლებაზე დატოვებას“ - ბიძინა კულუმბეგოვი
17-01-2022
-
+


ბავშვები უნდა დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, თუმცა დასძინა, რომ მოზარდებმა, რომლებიც არ არიან აცრილები და პარალელურად აქვთ ქრონიკული დაავადებები, სასურველია სწავლა ონლაინ რეჟიმში გააგრძელონ; ონლაინ სწავლება უნდა გააგრძელონ მრავალსულიან ოჯახში მცხოვრებმა ბავშვებმაც.

„მთავარი პრინციპია, სკოლა გაიხსნას პირველი და დაიხუროს ბოლო. რაღაც ტიპის რისკები ბუნებრივია არსებობს, მით უმეტეს შიდა საზოგადოებრივი გავრცელების იმ ფაზაზე, რომელშიც ქვეყანა იმყოფება.

მე, როგორც ექიმი იმ ოჯახებს, რომელთა ბავშვები არიან აუცრელები და თან რომელიმე ქრონიკული დაავადებების მატარებლები, მაგალითად სასუნთქი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, დიაბეტის, ნევროლოგიური პრობლემების და ასე შემდეგ, ვურჩევდი ბავშვების ონლაინ სწავლებაზე დატოვებას; მეორე მხრივ ბავშვი შეიძლება იყოს აცრილი და სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ ოჯახი იყოს მრავალსულიანი და ჰყავდეთ ასაკოვანი ადამიანები ოჯახში. ასეთ ადამიანებსაც ვურჩევდი ონლაინ რეჟიმზე გადასვლას. სხვა შემთხვევაში სკოლა უნდა გაგრძელდეს ჰიბრიდული წესით. წერტილოვანი ჩაკეტვები იქნება, რეგულაციები არსებობს. მესმის, ძალიან რთულია პირბადის ტარება ადრეული ასაკის ბავშვებისთვის, მაგრამ სწორი ახსნის და მაგალითების ჩვენების პირობებში შესაძლებელია. ამიტომ, მშობლებს ვთხოვ მათი და სკოლის უსაფრთხოების მიზნით ბავშვებს გაუკეთონ პირბადე", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
მოსწავლეებმა - ნინი ხეცურიანმა (მე-11 კლასი) და თამარ ჩარკვიანმა (მე-9 კლასი) ჟიურის წინაშე საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
 

 
 
 

„ვიწყებთ პროექტს რწმენით, რომ ზოგჯერ ერთმა შეხვედრამაც შეიძლება ადამიანის მომავალი შეცვალოს“

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებში თანაგრძნობის, მზრუნველობისა და უფროსი თაობისადმი პატივისცემის გაღვიძება

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება