სიახლეები
სიახლეები

2021 წელი განათლებაში - სიახლეები და პრობლემები
03-01-2022
-
+


2022 წელის დაიწყო და დროა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც 2021 წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და მთავრობამ განათლების მიმართულებით მიიღეს და განახორციელეს. Etaloni.ge გთავაზობთ, თვალი გადაავლოთ და კიდევ ერთხელ გაიხსენოთ განათლების სფეროში მომხდარი სხვადასხვა მოვლენები.

  • პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ გაიყო განათლებისა და კულტურის სამინისტროები და ისევ ცალ-ცალკე უწყებებად ჩამოყალიბდა. პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა განათლებასთან და კულტურასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკანონმდებლო აქტებში, სადაც სამინისტროების სახელწოდებები დაზუსტდა.

    განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროების გაერთიანების იდეა 2018 წელს, მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში, ყოფილ პრემიერს, მამუკა ბახტაძეს ეკუთვნოდა, თუმცა რეფორმიდან 2 წლის შემდეგ მთავრობა მივიდა დასკვნამდე, რომ კონცეფციამ არ გაამართლა.
  • 2021 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პირველად აღრიცხა საქართველოში სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები. სამინისტროს მიერ მომზადებული „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“ მთავრობამ 2020 წლის 10 სექტემბერს დაამტკიცა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით საქართველოში 6-16 წლამდე 10 404 ბავშვი სკოლაში საერთოდ არ დადის და არც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაშია მათ შესახებ მონაცემები.
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესესებულებებში შეწყდა მატერიალური ჟურნალების წარმოება და სკოლები მთლიანად ელექტორნული ჟურნალის გამოყენებაზე გადავიდნენ.
  • მანდატურის სამსახური ახალ ელექტრონულ პროგრამაში ჩაერთო. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის კუთხით გამოვლენილ დარღვევებს განახლებულ საინფორმაციო ელექტრონულ პროგრამაში – erofficers.emis.ge აღრიცხავენ.
  •  2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან „კომპიუტერული ტექნოლოგიების“ საგანი სავალდებულო გახდა  II, III და IV კლასებში ყველა ქართულენოვან სკოლაში.
  • ცვლილება შევიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესში, რომლის მიხედვითაც, სკოლის დირექტორი ვალდებულია პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რაოდენობის 10% სსსმ მოსწავლეებისთვის გაითვალისწინოს. ამავე კანონში შესული ცვლილების მიხედვით, მოსწავლეს სტატუსი შეუწყდება თუ იგი ზედიზედ 90 დღის ნაცვლად, 45 სასწავლო დღის განმავლობაში არ გამოცხადდება სკოლაში ან არ ჩაერთვება დისტანციურ სწავლებაში.
  • ცვლილება განხორციელდა სტუდენტთა მობილობის წესში, კერძოდ შიდა და გარე მობილობის შეცვლილი წესის თანახმად, თუ პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს იმ საგნისგან განსხვავებული საგანი, რომელიც ჩაბარებული აქვს (ეროვნულ გამოცდებზე ავტ.) მობილობის მსურველს, იგი მობილობის განხორციელებამდე უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნული გამოცდებში და ჩააბაროს შესაბამისი საგანი ან საგნები.
  • ცვლილება შეეხო კერძო სკოლებსაც, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა. კანონპორექტის ავტორები პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი იყვნენ. ცვლილების მიხედვით, კერძო სკოლა უფლებამოსილი გახდა ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს შეუწყვიტოს მოსწავლის სტატუსი ფინანსური დავალიანების წარმოშობის სემესტრის დასრულებიდან, მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე. კერძო სკოლა ვალდებულია მოსწავლისთვის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე ან სხვა სკოლაში მობილობის სურვილის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების დღესვე, აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; ხოლო მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას, მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
  • პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო მთავრობის კანონპროექტი, რომლის თანახმადაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხბიან ის სსსმ პირები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ და რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიებზე ინკლუზიური განათლების არარსებობის გამო, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ შესაბამის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახერხებენ.
  • ჭადრაკის ოლიმპიადებიდან ჩემპიონებად და მედალოსნებად დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  უგამოცდოდ ჩაირიცხებიან ეროვნული ნაკრების გუნდის იმ წევრები რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსნები გახდებიან, ან მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატებში პირველ ადგილს მოიპოვებენ.
  • ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია ახალგაზრდულმა გაერთიანებამ „ჩვენ ვარსებობთ – ხმა აფხაზეთიდან“ 13 სექტემბერს გაავრცელა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ეს შედეგია იმ პროცესის, რაც გალის სკოლებში წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. კერძოდ, ქართული ენის რუსულით ჩანაცვლება სკოლებში წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო მე – 11 კლასი იყო ერთადერთი, სადაც მოსწავლეები ქართულად სწავლობდნენ.
  • პირველად ჩატარდა უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და მათ სტატუსის ამაღლების საშუალება მიეცათ.
  • 2021 წლის ბოლოს გახდა ცნობილი ისიც, რომ წელს, 2022 წლის ზაფხულში სტატუსის ამაღლების მიზენით პირველად ჩატარდება გამოცდა უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის.
  • ასევე, სკოლაში დარჩენის კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცათ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, ვინც  გამოცდა ვერ ჩააბარა, თუმცა 1 კრედიტქულა მაინც ჰქონდა დაგროვებული.
  • რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, 2021 წელს ცვლილება ამ კუთხითაც განხორციელდა. კერძოდ, აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აირჩიონ კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანი, რაც აბიტურიენტებს არჩევნის შესაძლებლობას გაუზრდის. მესამე სავალდებულო-არჩევით საგანს, მათემატიკას ან/და ისტორიას, დაემატება საგნები: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.აბიტურიენტთა ჩარიცხვა ისევ სამი საგნის მიხედვით მოხდება. ცვლილება არ ეხება ჯანდაცვის მიმართულების არც ერთ პროგრამას და ასევე გრანტის გაცემის წესს.
  • 2022 წელს სიახლეა ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტის ფორმატში. მცირე ცვლილება შეეხო გეოგრაფიის საგამოცდო ტესტსაც.

საინტერესოა როგორი იქნება 2022 წელი განათლებაში, რა სიახლეები/სირთულეები გველის სკოლამდელი, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი თუ სამეცნიერო მიმართულებით. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიაც ძალაში უნდა შევიდეს, სამსჯელო და განსახილველი საკითხები არც განათლების კუთხით მოგვაკლდება.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება