სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სათხის საჯარო სკოლის პედაგოგებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი შეხვდა
28-12-2021
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლის მასწავლებლებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა შეხვედრებზე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, 2022 წელს დაგეგმილ პროექტებსა და აქტივობებზე ისაუბრა.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა სახელმწიფო მინისტრს საკუთარი ხედვები და მოსაზრებები გაუზიარეს სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების პროცესთან დაკავშირებით. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, საუბარი და მსჯელობა შეეხო სხვადასხვა აქტუალურ თემებსა და მიმდინარე პროცესებს.

თეა ახვლედიანმა მასწავლებლებს სამომავლო გეგმებთან ერთად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ახალი ინიციატივები გააცნო და ვრცლად ისაუბრა სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე, რაც სამოქალაქო ინტეგრაციის ძირითად საფუძველს წარმოადგენს.

შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზეც. მინისტრმა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო პირბადეები გადასცა. ბოლოს სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა და წიგნი აჩუქა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება