სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„უამრავი ფული ჩაიჯიბეს ჩვენგან და მოგვატყუეს“ - ტრენინგ-ცენტრისგან დაზარალებული მასწავლებლები დახმარებას ითხოვენ
04-01-2022
-
+


მასწავლებლები ერთ-ერთ ტრენინგ-ცენტრს თაღლითობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. როგორც პედაგოგები აღნიშნავენ, ტრენინგ-ცენტრისგან მათ დაპირება მიიღეს, რომ განვლილი ტრენინგების სანაცვლოდ „ესქულში“ კრედიტები აესახებოდათ, თუმცა დაპირება ტყუილი აღმოჩნდა.

„მეგობრებო, თუ ვინმე ხართ ტრენინგ-ცენტრის  ფასიან ტრენინგებში მონაწილე, გთხოვთ გავერთიანდეთ და დავადგინოთ სამართალი. უამრავი ფული რომ ჩაიჯიბეს ჩვენგან და მოგვატყუეს, იქნებ მიხედოს ამ პრობლემას განათლების სამინისტრომ“.

„სამი თვე ვდიე მაგათ სერტიფიკატს, ბოლოს რომ შევივსე სხვა აქტივობებით კრედიტები, მაშინ გამომიგზავნეს სერტიფიკატი, როცა არაფერში მჭირდებოდა. 400 ლარი კი გადავიხადე, მაგრამ მათგან კრედიტი არ მიმიღია“.

„საერთო ხელმოწერები გავაკეთოთ და სასამართლოს გადავცეთ. სიმწრით ნაშოვნი თანხები დაგვიბრუნონ უკან!!!“

„მეც ვარ მათგან მოტყუებული, თანაც ვითომ ორი სერტიფიკატი მომცეს და 550 ლარი გადავიხადე, 8 კრედიტი უნდა ამსახვოდა“.

ეს იმ მასწავლებლების კომენტარებია, რომლებიც დაზარალდნენ და თავს მოტყუებულად გრძნობენ. თავად ტრენინგ-ცენტრი მუშაობას განაგრძობს და განმარტავს, რომ მათი ტრენინგების საშუალებით ბევრმა პრაქტიკოსმა მოიპოვა სტატუსი.

„ჩვენი გუნდი 2019 წლიდან საქართველოს ყველა ქალაქში წარმატებით უწევდა ორგანიზებას 100 საათიან კურსს საერთაშორისო განათლების კულტურის ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის მოდულს, რომელიც 6000-მა პრაქტიკოსმა გაიარა და ყველამ აიღო 4 კრედიტქულა“.

დაზარალებულმა პედაგოგებმა მასწავლებლის სახლსაც მიმართეს, თუმცა მათ კრედიტქულების მინიჭებაზე უარი განუცხადეს.

ამ საკითხის გასარკვევად etaloni.ge მასწავლებლის სახლის ცხელ ხაზს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ პედაგოგებს კრედიტები მხოლოდ თავად მასწავლებლის სახლის მიერ ჩატარებულ ტრენინგებზე დასწრების შემდეგ მიენიჭათ, სხვა ორგანიზაციებში გავლილი ტრენინგები კი კრედიტებზე არ აისახება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება