სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მიუხედავად ყველაფრისა, ბავშვი ბავშვია და ახალი წლის განწყობა ყველაფერს გვავიწყებს“- სკოლების დირექტორები საახალწლო სამზადისის შესახებ
21-12-2021
-
+


შობა-ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, სკოლებში საახალწლო სამზადისი იწყება. კორონავირუსის გამო, სასკოლო ცხოვრებაში უამრავი რამ შეიცვალა, მათ შორის ღონისძიებების გამართვის წესიც. Etaloni.ge დაინტერესდა, ამ მხრივ, რა მდგომარეობაა საქართველოს სხვადასხვა სკოლაში და დაუკავშირდა მათ დირექტორებს. როგორც აღმოჩნდა, ზოგან მცირე სასკოლო ღონისძიება გაიმართება, რომელსაც მშობლებიც კი არ დაესწრებიან, ზოგან კი, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, მსგავსი აქტივობისგან თავს შეიკავებენ.

მადონა ლომსაძე, ბოლნისის N5 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენს სკოლაში, ზოგიერთ კლასში დამრიგებელიც იყო დაინფიცირებული, მეც და ცოტა არ იყოს, ეს ყველაფერი შეზღუდვებს მიწესებს. 2 კვირის წინ, როგორც კი დეკემბერი დადგა, საახალწლო სამზადისი დავიწყეთ. გონებაშიც ბევრი რამე გვქონდა, მაგრამ არსებული მდგომარეობა და რეგულაციები ბევრ რაღაცაში გვზღუდავს. მთელი 2 წელი ძალიან მშვიდად მივდიოდით და ახლა ასეთი მდგომარეობა გვაქვს. ის ფიქრი და შიში, რომ აწი რამე არ იყოს, გვზღუდავს. თუმცა, სკოლაში საახალწლო განწყობა უნდა იგრძნობოდეს და მორთული უნდა იყოს. მიუხედავად ყველაფრისა, ბავშვი ბავშვია და ახალი წლის განწყობა ყველაფერს გვავიწყებს. ისე არ დავამთავრებთ სასწავლო წელს, რომ ეს განწყობა არ იგრძნობოდეს. ვფიქრობ, რომ კლასის საათის ფორმატში მცირე ღონისძიებები კლასებშივე ჩატარდება, სკოლაც მოირთვება, თუმცა ეს ყველაფერი აჩქარებულად უნდა გავაკეთოთ.

თამარ გოგიშვილი, ბათუმის N26 საჯარო სკოლის დირექტორი:

რეგულაციებიდან გამომდინარე, მასშტაბური ღონისძიებები აკრძალულია და ვერ ვატარებთ. აქამდეც რაიმე მსგავსი აქტივობა თუ ჩატარებულა, მშობლები არ ესწრებოდნენ და არც საახალწლო მცირე ზეიმს დაესწრებიან. ბავშვები საახალწლო განწყობას თვითონ იქმნიან, ნაძვის ხე ყველა კლასშია და ოთახებიც მორთულია. ფოიეში დიდი ნაძვის ხეც გვაქვს. სკოლაში რომ შემოდიხარ და გარემო განწყობას გიქმნის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი სკოლა ყოველთვის გამორჩეული იყო იმით, რომ დიდ ღონისძიებებს ვატარებდით, მაგრამ ახლა, რეგულაციებიდან  გამომდინარე, თავს ვიკავებთ. ბავშვებს რომ განწყობა ჰქონდეთ, წინასაახალწლო დღეებში მცირე ღონისძიება კლასებშივე გაიმართება. ეს ყველაფერი რეგულაციების სრული დაცვითა და მშობლების დასწრების გარეშე იქნება.

ნუნუ სილაგავა, ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორი:

პანდემიიდან გამომდინარე, ხალხმრავალ შეკრებებს ვერიდებით, ამიტომ ყველა კლასმა დამრიგებლების დახმარებით, თავიანთი ოთახები მორთეს და ხელნაკეთი ნაძვის ხეები დაამზადეს. კლასის საათის ფარგლებში ჩაატარებენ ღონისძიებას, მაგრამ მას სხვა გარეშე პირი არ დაესწრება, შეიძლება დაესწროს მხოლოდ დირექტორი და სასწავლო ნაწილი. სკოლა საახალწლოდ მორთულია, მოსწავლეებმა ფანჯრები თავიანთი სურვილის შესაბამისად, გააფერადეს ფანჯრები. ხელოვნების პედაგოგის ხელმძღვანელობით მოაწყვეს ნახატების გამოფენა, მუსიკის პედაგოგიც აქტიურადაა ჩართული და ატარებენ ღონისძიებებს.

თეა დავითაძე, ბათუმის N20 საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში წინასაახალწლოდ გრანდიოზული ღონისძიებები არ იგეგმება, თუმცა, კლასის საათის ფარგლებში, მასწავლებლები სადამრიგებლო კლასთან, საახალწლო განწყობის შესაქმნელად, მცირე აქტივობას ჩაატარებენ. ღონისძიებასაც კი ვერ ვუწოდებთ ამას. სკოლა განათებებითაა მორთული და საახალწლო განწყობა იგრძნობა.

მერი ხადილაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევის საჯარო სკოლის დირექტორი:

ღონისძიებები არ არის რეკომენდირებული, ამიტომ ახალ წელს კლასებში ძალიან მოკრძალებულად აღვნიშნავთ. პანდემიამ ყველაფერი შეცვალა, არსებული ვითარება მოტივაციასაც გვიგდებს. ისე კი სკოლა საახალწლოდ მორთულია და მოსწავლეებში წინასაახალწლო განწყობაც იგრძნობა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“

სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულა - შეფასების გამოთვლის ინსტრუქცია და განმარტებები

სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია, ისევე როგორც მათი მოტივაცია - პარლამენტის ანგარიში

არ თქვა ბრმა - თქვი უსინათლო; ინვალიდის მაგივრად თქვი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება