სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-3 კლასში მინი ლაბორატორია მოეწყო
16-12-2021
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ IIIბ კლასში, ბუნებისმეტყველების კომპლექსური დავალების ფარგლებში, მინი ლაბორატორია მოეწყო. 

მათი დავალება „ყვავილოვან მცენარეებს“ შეეხებოდა. მოსწავლეებმა პედაგოგ შორენა მუმლაძესთან ერთად, ექსპერიმენტები ჩაატარეს.

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

„IIIბ კლასი ბუნებისმეტყველებაში კომპლექსური დავალების „ყვავილოვანი მცენარეები“ მეორე ეტაპზე გადავიდა. საკლასო ოთახი მინი ლაბორატორიად გადაკეთდა, სადაც მრავალფეროვანი ექსპერიმენტები წამოიწყეს პატარა მკვლევარებმა პედაგოგ შორენა მუმლაძესთან ერთად.
მოსწავლეებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკულადაც განიმტკიცეს. მცენარეთა ნიმუშებზე გაარჩიეს ფესვთა სისტემის სახეები და მცენარის სხვა ნაწილები. ექსპერიმენტებიც დაგეგმეს და იქვე დაიწყეს მათი განხორციელება.
შეიწოვს თუ არა წყალას ფესვი?
ატარებს თუ არა წყალს მცენარის ღერო?
ორთქლდება თუ არა ფოთლებიდან წყალი?
ამ კითხვებზე არგუმენტირებულ პასუხს მკვლევარები რამდენიმე საათში მიიღებენ და გადავლენ კომპლექსური დავალების მესამე ეტაპზე, დაუკვირდებიან ექსპერიმენტის შედეგებს, გააკეთებენ ჩანიშვნებს. მეოთხე ეტაპზე კი შეაჯამებენ გაწეულ მუშაობს და თანატოლებს გაუზიარებენ. მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ ყოფაცხოვრებაში“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება