სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლების საყურადღებოდ - ემისის განახლებული ინსტრუქცია
16-12-2021
-
+


განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პედაგოგებს მორიგ ინსტრუქციას სთავაზობს. როგორ უნდა შეფასდეს მოსწავლე მაშინ, როცა ისინი ხშირად იცვლიან სწავლების ტიპს და შემაჯამებელი დავალებების/ შემაჯამებელი დავალებების აღდგენის შეფასების ასახვა ვერ ხდება შიდა ან გარე მობილობის დროს?!

ერთი სკოლის ფარგლებში მოსწავლის პარალელებში გადანაწილების (ე.წ. შიდა მობილობა) დროს შემაჯამებელი დავალების/ დავალების აღდგენის შეფასების ინსტრუცია დეტალურად:

1. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე გადადის ერთი პარალელიდან მეორე პარალელში (მათ შორის ონლაინ ჯგუფში ან პირიქით) და გადასვლამდე უკვე ჩატარებულ გაკვეთილზე, რომელზეც ჩანიშნული იყო შემაჯამებელი დავალება, დასწრებაში უფიქსირდება გაცდენა („არა“) და არ არის ჩანიშნული შემაჯამებელი დავალების აღდგენა, გასათვალისწინებელია შემდეგი:

ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (eSchool) აძლევს შესაძლებლობას მოსწავლე გადავიდეს სხვა პარალელში;

მოსწავლეს აუცილებლად უნდა მიეცეს გაცდენილი შემაჯამებელი დავალების აღდგენის შესაძლებლობა, თუმცა ელექტრონულ ჟურნალში მისთვის აღდგენილი შემაჯამებელი დავალების შეფასების ასახვა ვერ განხორციელდება შემაჯამებელი დავალების აღდგენის ფუნქციით;

იმისათვის, რომ ელექტრონულ ჟურნალში აისახოს შემაჯამებელი დავალების აღდგენის შეფასება, მასწავლებელმა (რომელმაც ჩაატარა შემაჯამებელი დავალება), ელექტრონულ ჟურნალში უნდა მოითხოვოს ჩატარებული შემაჯამებელი დავალების კორექტირება და შემაჯამებელი დავალების აღდგენის შეფასება ასახოს ჩატარებული შემაჯამებელი
დავალების გაკვეთილზე, ამასთან არ შეცვალოს დასწრების მაშვენებელი („არა“ არ გადააკეთოს „კით“);

საჭიროა ყველა ველის შევსება, გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ მასზე დათანხმება ამის შემდეგ სკოლის დირექტორმა/უფლებამოსილმა პირმა, უნდა დაადასტუროს მოთხოვნა. სტატუსის ცვლილებისა და მოთხოვნის დადასტურების შემდეგ, საჭიროა შესაბამისი კომენტარის დაწერა მისი შენახვა (ღილაკი- შენხვა). ამის შემდეგ მასწავლებელმა 24 საათში უნდა დაარედაქტიროს ჟურნალი. 

დირექტორის მოთხოვნის დადასტურების შემდეგ, მასწავლებელი გახსნის ჩანიშნულ შემაჯამებელ დავალებას და ე.წ. შიდა მობილობით გადასულ მოსწავლეზე დასწრების გვერდით დაწერს შეფასებას:

იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი, რომელმაც ჩაატარა შემაჯამებელი დავალება არ ასახავს შემაჯამებელი დავალების აღდგენის შეფასებას მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გზით, მოსწავლისათვის სემესტრული შეფასების დაანგარიშების/კალკულაციის დროს აღნიშნული შემაჯამებელი დავალება გათვალისწინებული იქნება შეფასებით 0.

2. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე გადადის ერთი პარალელიდან მეორე პარალელში (მათ შორის ონლაინ ჯგუფში ან პირიქით) და სხვა პარალელში გადასვლამდე უკვე ჩატარებულ გაკვეთილზე, რომელზეც ჩანიშნული იყო შემაჯამებელი დავალება, დასწრებაში უფიქსირდება გაცდენა („არა“), ამასთან უკვე ჩანიშნულია შემაჯამებელი დავალების აღდგენა, გასათვალისწინებელია შემდეგი:

ზოგადი განათლებისმართვის საინფორმაციო სისტემა (eSchool) ზღუდავს მოსწავლის სხვა პარალელში გადაყვანის შესაძლებლობას;

მოსწავლის სხვა პარალელში გადაყვანისათვის უნდა შეფასდეს აღნიშნულ შემაჯამებელ დავალებაში, ან მოსწავლეს ჯერ უნდა გაუუქმდეს შემაჯამებელი დავალების აღდგენა, რაც შესაძლებელია მოთხოვნების ფუნქციით;

3. მოთხოვნის გაგზავნა შესაძლებელია შემდეგი პუნქტების არჩევით: კლასი> საგანი> მოთხოვნის ტიპი ,,განვლილი დროით აღდგენის წაშლა“ > თარიღი > შესაბამისი კომენტარი და გაგზავნა

4. ამის შემდეგ დირექტორმა/ უფლებამოსილმა პირმა უნდა დაადასტუროს მასწავლებლის მოთხოვნა. გახსნას მოთხოვნა და სტატუსის ცვლილებაში მიუთითოს ,,დადასტურებული“. 

5. დადასტურებიდან 24 საათში მასწავლებელმა ელექტრონულ ჟურნალში უნდა წაშალოს შემაჯამებელი დავალების აღდგენა. კალენდარში გახსნას შემაჯამებელი დავალების აღდგენა და აირჩიოს წაშლის ღილაკი.

გასათვალისწინებელია, რომ:

შემაჯამებელი დავალების აღდგენის წაშლის შემდეგ, შემაჯამებელი დავალების აღდგენის ყველა შეფასება წაიშლება იმ
მოსწავლეებთან, რომლებთან ერთადაც აღნიშნულ მოსწავლეს ჩანიშნული ჰქონდა შემაჯამებელი დავალების აღდგენა.

იმ შემთხვევაში, თუ შემაჯამებელი დავალების აღდგენის თარიღი სხვადასხვაა ყველა მოსწავლესთან, შემაჯამებელი დავალების აღდგენის შეფასება სხვა მოსწავლეებთან არ წაიშლება.

იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა მოსწავლისათვის შემაჯამებელი დავალების აღდგენა ჩანიშნული იყო ერთსა და იმავე დროს, შესაბამისად წაიშალა შემაჯამებელი დავალების შეფასება, მასწავლებელმა თავიდან უნდა ჩანიშნოს შემაჯამებელი
დავალების აღდგენა მოსწავლეებთან (გარდა იმ მოსწავლისა, რომელმაც ისარგებლა ე.წ. შიდა მობილობით) და ასახოს მათი
შემაჯამებელი დავალების აღდგენის შეფასება.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი მეტი დეტალის სანახავად

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

განცხადებების მიღება 14 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი - იხილეთ დეტალური ინფორმაცია

„მოხდა შემზარავი დანაშაული ჩემი შვილების მონაწილეობით“ - სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ

მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაცია გახანგრძლივდა - თანხის გადახდა 7 მაისის 18:00 საათამდე შეგეძლებათ

მასწავლებელთა გამოცდებზე პირველადი რეგისტრაცია დასრულებულია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აპლიკანტებმა გაითვალისწინონ 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მათი ნამუშევრები ასახავს ქართული ანბანის სილამაზეს, სისუფთავესა და უნიკალურობას

კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის სასწავლო გრანტი

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ეროვნული დღესასწაული საინტერესო  პრეზენტაციებით მიულოცეს

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება