სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვახარებს, რომ გვქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავით ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე“-თბილისის N132 სკოლაში საინტერესო პროექტი დასრულდა
15-12-2021
-
+


თბილისის N132 საჯარო სკოლაში პროექტი - „she's great“ საზეიმოდ დასრულდა.

სკოლაში ახალი პროექტი - „SHE's GREAT!“ მიმდინარეობდა, რომელიც საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) მიერ იყო ორგანიზებული.

„ეს პროექტი ხორციელდება საქართველოს მასშტაბით 5 სკოლაში და ჩვენი სკოლა მოხარულია, რომ გვქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავით ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე. პროექტი მიმდინარეობდა სამ ეტაპად: პირველ ნაწილში ძირითადად იყო ლექციები, სადაც მოსწავლეები თეორიულად გაეცნენ გენდერული თანასწორობის შესახებ რა სტატისტიკა არსებობდა, რა გამოწვევების წინაშე იყო მსოფლიო და შეიმუშავეს პროექტები. მეორე ფაზაში იყო steam აქტივობები, მოსწავლეები იმყოფებოდნენ - თბილისის ტექნოპარკში,  თავისუფალ უნივერსიტეტში და გალერეაში, ჩაუტარდათ ტრენინგები სხვადასხვა თემატიკაზე. მესამე ფაზაში უკვე განახორციელეს მოსწავლეების მიერ დაწერილი პროექტი - „ადრეული ქორწინება“ და „თანასწორობა სპორტში“. პირველი პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები, რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, ხოლო მეორე პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა სკოლაში, გამოიკვლიეს თუ რა პრობლემები იყო ამ მიმართულებით. კვლევის შედეგად დადგინა, რომ სკოლაში სპორტული ინვენტარი საჭიროება იყო და სკოლა მოამარაგეს საჭირო სპორტული ინვენტარით. ასევე, მოეწყო პროექტების შემაჯამებელი ღონისძიება სკოლაში, სადაც გაიმართა პრეზენტაციები, იყვნენ მოწვეული სტუმრები. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) სახელით, მიგვიწვიეს კონფერენციაზე - „ინკლუზიური საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა ქალების გაძლიერების გზით“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში გენდერული თანასწორობის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის კონსოლიდაციას. ღონისძიება გაიმართა - „გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი აქტივიზმის", კვირაში, 9 დეკემბერს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება