სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მაღლაკის N2 სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული და წარმატებული მეთერთმეტეკლასელი საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ
15-12-2021
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N2 საჯარო სკოლის დირექციამ წარჩინებული კურსდამთავრებულ ლონა ბაკურაძეს კუთვნილი ოქროს მედალი საზეიმო ვითარებაში გადასცა; ასევე, კურსდამთავრებულთან ერთად სპეციალური სიგელით მე-11 კლასის მოსწავლე დარლა ზალიკიანიც დაჯილდოვდა.

სკოლის დირექცია საკუთარი მოსწავლეებისა და აღზრდილების თითოეული წინსვლით მუდამ ამაყობს.

„სკოლას 3 დეკემბერს საპატიო სტუმარი ჰყავდა. დირექციამ 2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულ ლონა ბაკურაძეს ოქროს მედალი და საპატიო დიპლომი საზეიმო ვითარებაში გადასცა. ლონა ბაკურაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 100%-იანი გრანტის მფლობელი და სტიპენდიანტია. მთელი სასკოლო საზოგადოება ულოცავს მას ამ დიდ წარმატებას და უფრო დიდი მიზნების ასრულებას უსურვებს. დირექციამ ლონა ბაკურაძესთან ერთად მე-11 კლასის მოსწავლე დარლა ზალიკიანიც საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა სპეციალური სიგელით. დარლა მრავალი ტურნირის გამარჯვებული და საქართველოს ჩემპიონია ჭაბუკთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში და ასევე ევროპის ტურნირის მეორე ადგილოსანია. იგი ძალიან მიზანდასახული და აქტიური ახალგაზრდაა. გვჯერა, რომ მისი სახელი ბევრჯერ გაიჟღერებს სპორტულ სამყაროში. სკოლის დირექცია, მთელი პედაგოგიური კოლექტივი და ბავშვები წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებთ ამ ახალგაზრდებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება