სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
08-12-2021
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ და ბავშვებიც ყოველთვის დიდი აქტიურობით მონაწილეობენ.

სკოლის IXა კლასმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში კომპლექსური დავალების ბოლო ეტაპი წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ კლასის ხელმძღვანელი ნათელა ბაზაძეა, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი დარეჯან ლაჭყეპიანი.

„მოსწავლეებმა დავით გურამიშვილის თანადროულ ეპოქაზე ინფორმაცია მოიძიეს; დაკვირვების შედეგებით წარმოადგინეს პოსტერის ფორმატში, ასევე ზეპირი პრეზენტაციის სახით. კლასი ხუთ ჯგუფად იყო დაყოფილი. მოსწავლეებმა ისაუბრეს, რამდენად დაეხმარათ ისტორიული კონტექსტის გაცნობა ნაწარმოების უკეთ გააზრებაში, რამდენად აქტუალურია ნაწარმოები თანამედროვე ეპოქისათვის. ისაუბრეს დავალებაზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე რა ნაბიჯები გადადგეს“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება