სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პრემიერ-მინისტრის ბრძანებით საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესში ცვლილება შევიდა
30-11-2021
-
+


საქართველოს მთავრობის №552 დადგენილებაში ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით ცვლილება „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის წესში“ შევიდა.

ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილნი არიან შემდეგი დაწესებულებები:

ა) სამინისტროს, საქართველოს მთავრობის/სხვა სამინისტროს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები;

ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერულ დაფინანსებას იღებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად.

ვაუჩერული /მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გაცემის საფუძველი

1. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება გაიცემა „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანების შესაბამისად, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის მიხედვით (ქალაქის, დაბის, სოფლის დონეზე) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე, თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე, ასევე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად.

2. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გაცემა ხდება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების შესახებ მონაცემების პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის საფუძველზე.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება