სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უჩხოს საჯარო სკოლის მოსწავლეები კითხვის კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
30-11-2021
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ამერიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში წარმატებული მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეები პროექტში - „საზაფხულო გამოწვევა კითხვაში“, დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ ამერიკულმა კუთხემ საჩუქრები და სერთიფიკატები გადასცა.

სკოლის დირექტორი მერი თავართქილაძე ულოცავს მოსწავლეებს ამ წარმატებას და წინსვლას უსურვებს.

„ჩვენი ბიბლიოთეკის აქტიურმა მკითხველებმა მონაწილეობა მიიღეს ბათუმის ამერიკული კუთხის საზაფხულო კითხვის პროექტში. წაიკითხეს როგორც ქართულენოვანი, ისე ინგლისურენოვანი წიგნები. ქართულენოვანი წიგნები საკმაოდ გვაქვს როგორც სასოფლო, ისე სკოლის ბიბლიოთეკაში, მაგრამ არ გვაქვს ინგლისურენოვანი ლიტერატურა. ნაწილი გამოვიტანეთ ხულოს ამერიკული თაროდან, ნაწილი ბავშვებისთვის შევიძინე ბიბლიოთეკაში სარგებლობისთვის. დაჯილდოება გაიმართა გუშინ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში. შედეგით კმაყოფილი ვარ, მასახელეს ჩემმა მკითხველებმა თორნიკე ბოლქვაძემ, ლიზი შავაძემ, ქრისტინა ბოლქვაძემ, დიანა ნათიძემ, ანა დეკანაძემ, თამთა დეკანაძემ, თეონა კომახიძემ, გიგა ბოლქვაძემ, ტარიელ დეკანაძემ, ლანა ნათიძემ, თიკო ჯორბენაძემ, მანუჩარ დეკანაძემ. აქედან დაჯილდოებაზე 3 მოსწავლე ვერ წავიდა, მათ ხულოს ამერიკული თარო გადასცემს სერთიფიკატებს და საჩუქრებს“,- წერს მერი თავართქილაძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

პანაშვიდის შემდეგ თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის, ხელოვნების სკოლისა და ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი მხატვრული შემოქმედება

შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს ახალი სასწავლო წლის პრიორიტეტებზე, ერთმანეთს გაუზიარეს იდეები და წარმოადგინეს ინიციატივები
 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება