სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის მოსწავლე გვანცა გვალია ბერლინის IV საერთაშორისო ფესტივალზე ნახატებით წარსდგა
30-11-2021
-
+


ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გვანცა გვალია ბერლინის IV საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა.

იგი პრესტიჟულ ფესტივალზე თავისი ნახატებით წარსდგა და დიპლომიც მიიღო. 

აღსანიშნავია, რომ გვანცა გვალია აქტიური მოსწავლეა, იგი ბავშვობიდან ხატავს. 

ფესტივალის შესახებ ინფორმაციასა და საკუთარ ემოციებს ჟურნალისტი სონია ხეთაგაშვილი გვიზიარებს, რომელსაც ფესტივალში გვანცა გვალიას მონაწილეობაში დიდი წვლილი მიუძღვის.

„2021 წელი, ბერლინის IV საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სხვადასხვა ასაკის ხელოვანები სხვადასხვა (მხატვრობა, ლიტერატურა,  მუსიკა...) სფეროში იღებდნენ მონაწილეობას, ძალზედ საინტერესოდ წარიმართა. მე, ცხადია, თვალს ვადევნებდი, რადგან ფესტივალზე თავისი ნახატები (პორტრეტები, პეიზაჟები..) წარადგინა ბაკურიანის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ გვანცა გვალიამ.
გვანცა 15 წლისაა, ბავშვობიდანვე ხატავს (ხატვა მათ ოჯახში ჰობია), უყვარს პოეზია და ცხოველები, დადის სპორტზე, მღერის და უკრავს ჩონგურზე ქართულ ხალხურ სიმღერებს.
ახლახანს, გვანცა გვალიამ ბერლინის საერთაშორისო ფესტივალიდან ფესტივალის ორგანიზატორებისა და მისი სულის ჩამდგმელის სანდრა ვერელისგან დიპლომი მიიღო.
ვულოცავ გვანცას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ! ეს მისი პირველი ნაბიჯია და ისიც, ბერლინის საერთაშორისოზე, რომელიც მეტად პრესტიჟულ ფესტივლად ითვლება.
გვანცა გვალიას უკვე იმდენი ნახატები დაუგროვდა, რომ მალე პერსონალური გამოფენის მოწყობაც შეიძლება“,- წერს ჟურნალისტი სონია ხეთაგაშვილი.
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

პანაშვიდის შემდეგ თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის, ხელოვნების სკოლისა და ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი მხატვრული შემოქმედება

შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს ახალი სასწავლო წლის პრიორიტეტებზე, ერთმანეთს გაუზიარეს იდეები და წარმოადგინეს ინიციატივები
 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება