სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მადლობა სკოლის საჭიროებას მორგებული საჩუქრისათვის“ -​ სავანეთის საჯარო სკოლა საინტერესო პროექტში მონაწილეობისთვის დასაჩუქრდა
29-11-2021
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლას გენდერული თანასწორობის შესახებ მიმდინარე პროექტში მონაწილეობისთვის საჩუქრები გადაეცა. 

სკოლას საჩუქრად ვიდეოგადამღები და თეთრი მაგნიტური ბორმარკერის დაფა, პროექტის - SHE's GREAT ფარგლებში გადაეცა.

როგორც სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი წერს, მოსწავლეების განვითარებისთვის სკოლაში მსგავსი ტექნიკის არსებობს ძალიან მნიშვნელოვანია. 

პედაგოგი მადლობას უხდის სკოლის დირექტორ ინგა მიქელაძესა და პროექტის ორგანიზატორებს.

„ზოგადი განათლების მიზნებიდან გამომდინარე, სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს უნარი რომ  სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები, მისცეს მათ სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღებისა და აქტიური მოქმედების შესაძლებლობა. 
ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე პროექტი გენდერული თანასწორობის შესახებ თითქმის დასასრულს უახლოვდება.
2021 წლის  26 ნოემბერს სავანეთის საჯარო სკოლას პროექტის - SHE's GREAT! ფარგლებში გადაეცა ვიდეოგადამღები, თანამედროვე  ციფრული ტექნოლოგიის აღჭურვილობით, თეთრი  მაგნიტური ბორმარკერის დაფა. ამავე აპარატურის გამოყენებით პროექტის მონაწილე ყოველ მოსწავლეს დაევალათ ეპასუხათ რამდენიმე კითხვისთვის და ესაუბრათ ამ პროექტის მიმდინარეობის, მათი ჩართულობის შესახებ.
მოსწავლეები კამერის წინ გახსნილად საუბრობდნენ იმის შესახებ თუ რატომ ჩაერთნენ ამ პროექტში, რა მიიღეს, რამდენად განვითარდნენ, როგორია მათი ხედვები, რომელი საგანი უყვართ ყველაზე მეტად, საყვარელი წიგნი, რომელ ქვეყანაში იმოგზაურებდნენ, რაზე ოცნებობენ, რა აბედნიერებთ, როგორია კარგი გოგო, კარგიბიჭი, ვინ არის მათი როლური მოდელი, როცა მომავალზე ფიქრობენ, სად ხედავენ თავს, ერთი დღე ყოვლისშემძლე რომ იყვნენ, რას შეცლიდნენ. 
სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ინგა მიქელაძემ, ბატონ თემო სუყაშვილსა და გვანცა დავითელაშვილს საკანცელარიო ნივთებით მცირე საჩუქრები გაუკეთა.
მოსწავლეები ყოველ ახალ აქტივობას  დიდი ინტერესით ელოდებიან, გახდნენ კომუნიკაბელურები, მოახდინეს ინტეგრაცია, მოეხსნათ კომპლექსი.  ტრენერები იყენებენ სახალისო აქტივობებს, ენერგიჯაიზერებს,  ჯგუფურ თუ ინდივიდუალურ მუშაობას,  დისკუსიას,  დიალოგს, ჰქონდათ ჩართვები სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან და ა.შ.
შემდეგ კვირაში კი დაგეგმილია საკონკურსო აქტოვობები.
ასეთი შენაძენი სავანეთის სკოლისთვის დიდი პროგრესი და პატივია.
მადლობა პროექტის ორგანიზატორებს, მონაწილეებს, დამფინანსებლებს ასეთი ძვირფასი და სკოლის საჭიროებას მორგებული გამოსაყენებელი საჩუქრისათვის, მადლობა სკოლის დირექტორ ინგა მიქელაძეს, რომელიც დაინტერესებულია მოსწავლეთა პროგრესით, წინსვლით, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს მოსწავლეებმის სამოქალაქო ცნობიერებისა და შეგნების ამაღლებას, რათა გამოუმუშავდეთ პასუხისმგებლობის განცდა სამართლიანობის შეგრძნება.
ასეთი ტიპის მოქალაქე შეძლებს შეცვალოს არსებული უკეთესობისაკენ“,- წერს პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

პანაშვიდის შემდეგ თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის, ხელოვნების სკოლისა და ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი მხატვრული შემოქმედება

შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს ახალი სასწავლო წლის პრიორიტეტებზე, ერთმანეთს გაუზიარეს იდეები და წარმოადგინეს ინიციატივები
 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება