სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„იგეგმება ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე პროფესიული პროგრამების ინტეგრირება“ - ეკატერინე დგებუაძე
18-11-2021
-
+


ზოგადი განათლების საფეხურზე საქართველოსა და კორეას შორის ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ კორეის ელჩთან საქართველოში ჩანგ დაესთან სამუშაო  შეხვედრა გამართა.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კორეის ელჩს საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის მხარდაჭერის ახალი შესაძლებლობებისათვის. თავის მხრივ, კორეის ელჩმა პოზიტიურად შეაფასა ისტორიის ახლად გრიფირებულ სახელმძღვანელოში ასახული ისტორიული ფაქტები კორეის  შესახებ, რისთვისაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს საქართველოს სკოლებში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების გაძლიერების თვალსაზრისით.

ეკატერინე დგებუაძემ ელჩს საშუალო საფეხურის კურიკულუმის ახალი კონცეფცია გააცნო, რომელიც დიფერენცირებულ მიდგომებს, მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ სწავლებას გულისხმობს. მინისტრის მოადგილის თქმით, იგეგმება ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე პროფესიული პროგრამების ინტეგრირება. შეხვედრის მონაწილეებმა ამ მიმართულებით კორეული მხარის ჩართულობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი კორეაში ოთარ ბერძენიშვილი, საქართველოში კორეის საელჩოსა და  საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

ხორენიის საჯარო სკოლაში მიესალმებიან ინიციატივას

მოსწავლეებმა თავდაპირველად დაამუშავეს რთველთან დაკავშირებული ლექსიკური მარაგი

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში მშობლიური ქალაქის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ღირსშესანიშნაობების მიმართ ინტერესის გაღვივება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება