სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები საზოგადოებრივ კოლეჯში სხვადასხვა პროფესიებს გაეცნენ
16-11-2021
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში ხშირად ეწყობა მოსწავლეებისთვის საინტერესო და საჭირო აქტივობები თუ პროექტები.

სკოლაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიერ დაფინანსებული პროექტის, ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის - „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ აქტივობების განხორციელება კვლავ აქტიურად გრძელდება.

„მორიგი აქტივობა მომავალი პროფესიების დაუფლების მიზნით ოზურგეთის პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტში“ ვიზიტის ორგანიზებას ითვალისწინებდა; პროექტში ჩართული მოსწავლეები მასწავლებლებთან ერთად (მედეა ობოლაძე, თინა ასათიანი, მანანა კიკაბიძე) პროფესიულ კოლეჯს ესტუმრნენ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს: ელექტროობის, სამკერვალო, თმის მომსახურების, სარესტორნო, კომპიუტერული, კულინარიის განყოფილებები, სადაც შესაბამისი განყოფილების სპეციალისტებისაგან საინტერესო ინფორმაციები მიიღეს. რამდენიმე მოსწავლე დაინტერესდა და სურვილი გამოთქვა სწავლა კოლეჯში მისთვის სასურველ სპეციალობაზე გააგრძელოს. დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის კოლეჯის დირექტორს, ქალბატონ ნანა ჯოლიას და ქალბატონ თაკო მარკოიშვილს გულთბილი მასპინძლობისათვის, ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება