სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგები საინტერესო პროექტში მონაწილეობდნენ
16-11-2021
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგებმა პროექტში - „საქართველოში სამოქალაქო შედეგების გაძლიერება დემოკრატიის ხელშეწყობით“, მიიღეს მონაწილეობა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დოკუმენტური ფილმების ჩვენება და დისკუსია გაიმართა. 

შემაჯამებელ შეხვედრაზე მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო ჩანთები გადაეცათ.

აღნიშნულ ინფორმაციას სავანეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი ავრცელებს. იგი, პედაგოგთა განვითარებით დაინტერესებისთვის, მადლობას უხდის სკოლის დირექტორ ინგა მიქელაძეს.

„ბოლნისის ენის სახლმა“ ჩეხური არაკომერციული ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“-ის ორგანიზებით განახორციელა პროექტი -
„საქართველოში სამოქალაქო შედეგების გაძლიერება დემოკრატიის ხელშეწყობით“. სავანეთის საჯარო სკოლა ამ პროექტში 2020 წელს ჩაერთო. სამიზნე ჯგუფებში (ახალგაზრდები, ქალები, ხანდაზმულები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები) მიზნად ისახავდა მედიაწიგნიერების ამაღლებასა და ანალიტიკური უნარების განვითარებას. 
პროექტის ფარგლებში გაიმართა ფილმის ჩვენება, დისკუსია. სოფელ ნახიდურისა და სავანეთის საჯარო სკოლებში. ორივე სკოლიდან 26 პედაგოგი ჩაერთო. თითოეულ სკოლაში ნაჩვენები იქნა სხვადასხვა ქვეყნის 5 დოკუმენტური ფილმი. შემაჯამებელ შეხვედრაზე მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო ჩანთები.
გამოცდილება აჩვენებს, რომ დოკუმენტური ფილმების ჩვენება ეფექტურისაშუალებაა საიმისოდ, რომ საზოგადოებას გაეცნოს მნიშვნელოვან საკითხები. ფილმები, როგორც აუდიოვიზუალური საშუალება საინტერესოდ გადმოსცემენ ინფორმაციას კონკრეტულ თემებზე, წარმოადგენენ რეალური ადამიანების ისტორიებს და შესაძლოა ცალკეული ადამიანებისთვის პრობლემის გადაჭრის მოტივაციის წყაროდ იქცნენ. ფილმების შერჩევისას გათვალისწინებულია მათი თემატიკა, შინაარსი, ხანგრძლივობა, ასაკობრივი თავისებურებები. ვიზუალი ბევრს ნიშნავს და ეხმარება ადამიანს მასალის ხანგრძლივად დამახსოვრებაში.
პედაგოგებს საკლასო თუ სოციალური პროექტების განხორციელებაში დიდ მხარდაჭერას უცხადებს სკოლის დირექტორი; ქალბატონი ინგა მიქელაძე, რომელიც დაინტერესებულია ყოველი პედაგოგის განვითარებით, ეს კი სკოლის წინსვლაზე აისახება“,- წერს სავანეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება