სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N2 საჯარო სკოლის გუნდი გარემოსდაცვით კონკურსში ჩაერთო
16-11-2021
-
+


ტყიბულის N2 საჯარო სკოლის გუნდი - „კესანე“ პროექტში „გაამწვანე სკოლის ეზო“ აქტიურად მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან მიმდინარეობს სკოლის მშენებლობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებზეა გათვლილი. მოსწავლეებიც თავის მხრივ აქტიურად ცდილობენ სკოლის მოწესრიგებაში თავიანთი წვლილი შეიტანონ.

ამჟამად, სამშენებლო პროცესის მიმდინარეობის გამო ნიადაგი გადათხრილია, საჭიროებს ქვებისგან გასუფთავებასა და მოწესრიგებას. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, სკოლის გუნდმა - „კესანემ“ გადაწყვიტა მონაწილეობაა მიიღოს ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს სისუფთავის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში სახელწოდებით - „გაამწავანე სკოლის ეზო“.

„ბუნებრივი გარემო ეს არის ის რაც ჩვენს გარშემოა და რაც ჩვენს განვითარებაში დიდ როლს თამაშობს. მწვანე სივრცე ზრდის მოსწავლეების ცხოვრების ხარისხს. მას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობისთვის; ზოგადად ქალაქის და მათ შორის ჩვენი სკოლის ეკოლოგიისთვის თითოეული ხის დარგვა და პატარა სკვერის გაკეთებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რადგან: 1. ხეები ასუფთავებენ ჰაერს და გარემოს ჟანგბადით ამდიდრებენ; 2. ხეები ებრძვიან კლიმატის ცვლას; 3. ხეები ნიადაგის ეროზიას უშვლის ხელს; 4. და რაც მთავარია ჩვენს შთამომავლობას ვუკეთებთ საჩუქარს... 5. სკოლის ეზოში სკვერების და მწვანე სივრცის მოწყობა კომფორტს უქმნის მოსწავლეებს. ჩვენი მიზანიც ეს არის, ახალ სკოლაში შევქმნათ მეტი მწვანე სივრცე და მოსწავლეებს შევუქმნათ ეკოლოგიურად სუფთა გარემო. ჩვენი გუნდის - „კესანეს“, პროექტში მონაწილეობის მიზანია გავხდეთ მაგალითი სხვა სკოლებისთვის, რათა შეიქმნას მეტი მწვანე სივრცე და ეკოლოგიურად სუფთა გარემო. გუნდის ხელმძღვანელი: გეოგრაფიის მასწავლებელი - მაყვალა ვარდოსანიძე. გუნდი "კესანეს" მონაწილეები არიან: აკაკი აბესაძე, ალექსნადრე ფოფხაძე,  ვასილ დოღონაძე, გვანცა ფანცხავა​, მარიამ ოდიკაძე, ამირან ცირეკიძე, ალექსანდრე სანიკიძე, ანანო ოდიკაძე, შორენა ცქიფურიშვილი​ და თამარ აბესაძე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი

ეროვნული გამოცდები დასრულდა - NAEC-ის სტატისტიკა

„კვლევით, გამოწვევაა მასწავლებელთა ხანდაზმულობა“ - საქართველოს სკოლებში 17 ათასზე მეტი პენსიონერი ასწავლის

აბიტურიენტებისთვის კიდევ ერთი საგამოცდო ტესტი გამოქვეყნდა

ეროვნული გამოცდები დღეს სრულდება - რამდენი აბიტურიენტი არ მივიდა და როგორია სტატისტიკა

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

 

 

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა
 
თბილისის N141 საჯარო სკოლა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს
 
VII კლასელებმა ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ალავერდის ტაძარი და გრემის კომპლექსი მოინახულეს.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება